ლიტვური და რუსული სააგენტოები იტყობინებიან რომ შვედეთის სამხედრო ძალებში საბრძოლო განგაშია გამოცხადებული, სტოკჰოლმთან უცხოური წყალქვეშა ნავის აღნმოჩენის გამო.
გავრცელებული ინფორმაციით შევედეთის საზღვის დაცვისა და სახმელეთო ჯარები უკვე აწარმოებენ ძებნის ოპერაციას და მასში ჩართულია ავიაცია. შვედებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის სტოკჰოლმთან აღმოჩენილი წყალქვეშა ხომალდი.
ინფორმაცია აღნიშული ინციდენტის შესახებ ძალზედ მწირია და სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. სავარაუდოდ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა ვიდრე ოფიციალური ვერსიები გაჟღერდებოდეს გავრცელებულ კომენტარებში ეჭვი რუსეთისკენ არის მიმართული. არც არის გამორიცხული რომ რუსული წყალქვეშა მზვერავები, კონკრეტულ დაზვერვით ოპერაციებს ასრულებდნენ ბალტიის ზღვის ქვეყნებში. აშშ-ს შეიარაღებული ძალებისა და NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები, სწორედ ამ მიმართულებით გამოჩნდნენ და მას შემდეგ გახშირდა ინიციდენტები ცაში და წყალზე.
ზოგადად ბოლო თვეების განმავლობაში ბალტიის ზღვაზე რუსეთის ავიაცია და ფლოტი გააქტიურებულია და რამდენიმე ინციდენტიც მოხდა, რუსული სამხედო მზვერავების მონაწილეობით.

Комментариев нет:
Отправить комментарий