Страницы

четверг, 16 октября 2014 г.

დაღესტანში სპეცოპერაციისას სამი ახალგაზრდა მოკლეს!

დღეს რუსულ მედიაში გვარცელდა ინფომაცია დერბენტში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, რომელის დროსაც ორ სხვადასხვა ადგილას სამი ახალგაზრდა მამაკაცი იქნა ლიკვიდირებული. რუსი სამართალდამცავების განცხადებით
დაღუპულების ვინაობა დადგენილია და ისიც დადგენილია, თუ რას აპირებდნენ ლიკვიდირებული ახალგაზრდები. ძალოვნების განცხადებით ისინი აპირებდნენ ტერორისტული აქტის მოწყობას და შემდეგ სირიაში საბრძოლველად წასვლას. თუმცა არავითარი კონკრეტიკა იმის შესახებ თუ სად და როგორ აპირებდნენ ამ ტერაქტის განხორციელებას. ძალოვნების მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ ლიკვიდირებული ახალგაზრდებიდან ორი მათგანი, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების "იუჟდაგოვსკის" წევრები იყვნენ, ხოლო მესამე მათი აქტიური ხელშემწყობი. 

სპეცოპერაცია დერბენტში, სავოტსკოეს ქუჩაზე ჩატარდა, რომლის დროსაც ბლოკირებული იყო ერთერთ ხუთ სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც გამაგრებული იყო ორი იატაკქვეშელი, ხოლო მესამის ლიკვიდაცია სხვა სახლში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. 
სამართალდამცავებს არ გაუვრცელებიათ სახელები და გვარები, ამიტომ ძნელია იმის თქმა ნამდვილად იყვნენ თუ არა ეს ადამიანები რომელიმე უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების წევრები. არც ადგილობრივების განცხადებები ვრცელდება, რადგან მთელი დღის განმავლობაში ბლოკირებული საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია და შესაბამისად კონტრტერორისტული რეჟიმი იყო გამოცხადებული, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა ევაკუირებული იყო შემთხვევის ადგილიდან. 
ზოგადად ბოლო დროს, კავკასიაში ლიკვიდირებულ "იატაქვეშელებს", როგორც წესი უაპელაციოდ აბრალებენ ტერაქტებისთვის მზადებას და თავს არ იტვირთავენ იმით რომ დაამტკიცონ, უკვე სტანდარტად ქცეული ბრალდება!

Комментариев нет:

Отправить комментарий