Страницы

пятница, 17 октября 2014 г.

პუტინის და მერკელის ღამის შეხვედრა!

მილანში გვიან ღამით გაიმართა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელს შორის, რომელიც 16 იქტომბერს,  საღამოს უნდა გამართულიყო. 16-17 ოქტომბერს მილანში მიმდინარეობს ევროპა - აზიის ფორუმი რომელის ფარგლებშიც
უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები ოფიციალური ვიზიტებით ჩავიდნენ და რა თქმა უნდა ეს შემთხვევა, გამოყენებული იქნა როგორც დაპირისპირებულ მხარეებს შირის მოლაპრაკებების გამართვის შესაძლებლობა. პუტინსა და მერკელს შორის პირისპირ შეხვედრა დაგეგემილი იყო, მერკელისა და პოროშენსკოს შეხვედრის დასრულებისთანავე, თუმცა ეს ვერ მოხერხდა რადგან პუტინი დაგეგმილ დროზე რამდენიმე საათით გვიან ჩავიდა. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის მიერ რომ რუსული მხარე შეეცდება დღესვე შედგეს მერკელთან შეხვედრა. მოგვიანებით შეხვედრა გაიმართა, რომელიც ორ საათზე  მეტხანს გაგრძელდა. 

პუტინის ევროპული ტურნე, საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით რომ ბელგრადიდან, სადაც პუტინი ქალქის ფაშისტებისგან განთავისუფლების 70 წლისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო, განაცხადება გააკეთა და "დაამშვიდა" ევროპა რომ გაზის მიწოდებაში პრობლემებს არ შექმნის. პუტინმა პირობა დადო რომ არავითარი კრიზისები, ენერგეტიკის სფეროში რუსული მხრიდან არ იქნება. თუმცა პუტინმა აქვე შეახსენა ევროპელებს რომ სატრანზიტო გზა უსაფრთხო არ არის და თუ უკრაინა 2008 წლის მსგავსად უკრაინონდ მიითვისებს სატრანზიტო მილებიდან გაზს, მაშინ რუსული მხარე იძულებული იქნება იმ რაოდენობით შეამციროს გაზის ექსპორტი ევროპაში რამდენსაც უკრაინა მიითვისებს.  
მერკელთან შეხვედრა მთლიანად უკრაინის საკითხს დაესწრო და იმ სემქნილ ვითარებას რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებშია შექმნილი. დასავლელი ლიდერების შეშფოთებას, ტერორისტების მხრიდან "ცეცხლის შეწყვეტის" შესახებ მინსკში გაფორმებული შეთანხმების უგულებელყოფა იწვევს.  
 პუტინის დაგვიანებას რაც შეეხება, ამბობენ რომ პუტინს ჩვევად აქვს, მასთან მისულ სტუმრებს რამდენიმე საათი ალოდინოს. იმედია მერკელთან შეხვედრაზე დაგვიანების მიზეზი პუტინის ეს "ჩვევა" არ გახდა, თუმცა გამორიცხული არაფერია რადგან სხვა ლიდერებთანაც მოქცეულა პუტინი ასე მაშინაც კი როდესაც მასპინძელი თავად იყო. 
პუტინის ქმედებები, ბოლო პერიოდში მსგავს საერთაშორისო ფორუმებზე გამოჩენისას გარკვეულწილად ვულგარული და იმდენად "წაკითხვადია" რომ დარწმუნებული ვარ დასავლელ დიპლომატებში გაღიზიანებას იწვევს, ეს მკვეთრად გამოხატული დიპლომატიური ჟესტები და საკუთარი მნიშვნელობის მუდმივი ხაზგასმა, თანაც ისე რომ პუტინის სახის გამომეტყველება სათნოებას აფრქვევს, პუტინზე იმ სკოლის გავლენას ასახავს, რომელიც საბჭოთა КГБ-ში გაიარა.  
რა შედეგებს მოიტანს ევროპის ლიდერების ინიციატივითა უშუალო ჩართულობით განხორციელებული მოლაპრაკებები უკრაინის კრიზისში, ამას დრო აჩვენებს. ის რაც ეხლაც შეიუარაღებელი თვალითაც ჩანს, ეს არის ის რომ დასავლეთ სამყარო და რუსეთი დაპისპირებულები არიან და პრინციპულ წინააღდმეგობებს ვერ ლახავენ. 

Комментариев нет:

Отправить комментарий