არ ვიცი რამდენად სასაცილოა ან სატირალია ეს ყველაფერი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება ამ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით მაგრამ ერთი რამ კი ფაქტია რომ ეს პროცესი ნორმალური არ არის.
ივანიშვილის ინტერვიუში გაცხადებული მარგველაშვილისეული კონკურენციაც არ არის და ეს საერთოდ არაფერი არ არის, გარდა იმისა რომ მიანიშნებს ქვეყანაში არსებული მმართველი ძალის უვიცობასა და არაკომპეტენტურობაზე.

გაეროში ვიზიტზე ატეხილი გამიშვი-დამიჭისას, ჩავთვალე რომ ეს იყო პრეზიდენტის "მიჭირხვნის" (მიჯირყვნა) პროცესი მაგრამ ამ ჯერად, დავოსის სამიტზე ატეხილმა იგივე "ჭირხვნაობამ" ბავშვობიდან მეხსიერებაში კარგად ჩაბეჭდილი ერთი წიგნის ყდა გამახსენა, რომელიც ამ ყდის გამო სამჯერ თუ ოთხჯერ წავიკითხე და მაინც ვერ დავადგინე რა შუაში იყო წიგნის შინაარსი ყდასთან - წიგნს ერქვა "ყირამალა" და შუაზე გაყოფილი ერთმანეთის საპირისპირო ანალოგიური ნახატები იყო გამისახული. ასეთი ასოციაცია კი იმას უკავშირდება რომ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ უმაღლესი თანამდებობის პირების კომპეტენციები იმ წიგნის ყდასავით, თავდაყირა დააყენა მხოლოდ ისე რომ მიზეზსა და შინაარსს ვერ ვხდებით. პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში უნდა წარმოადგენდეს, ქვეყანაშია გამოკეტილი და პრემიერი რომელიც ქვეყნის შიდა საქმეებით უდნა იყოს დაკავებული გარე-გარე დარბის. ღარიბაშვილისა მესმის ახალგაზრდა კაცია და უხარია "დიდ ბიძიებთან" შეხვედრა მაგრამ ეს გასაგები იმ შემთხვევაში იქნებოდა, ის რომ ერთი რიგითი პოლიტიკოსი იყოს, ამ პოზიციიდან კი ღარიბაშვილის მოქმედება "დიდი ბიჭების" მიერ გაყოყოჩებული ლაწირაკის საქციელს ჰგავს. ბატბიძნას ის უფრო უყვარს და ამიტომ ისე იქნება ყველაფერი როგორც ის იტყვის.
ამ "ჭირხვნაობამ" ხალხში მითქმა-მოთქმა გააჩინა, ივანიშვილი სპეციალურად ქმნის ასეთ სიტუაციას რომ ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად, ქართულ ოცნებას თავისივე ოპოზიცია შეუქმნასო. რამდენად სიმართლეს შეესაბამება ეს ვარაუდი თუ ჭორი ღმერთმა უწყის და ამას დრო აჩვენებს. ცალსახა ფაქტი ის არის რომ ასეთი დაპირსპირება სახელმწიფოს უმაღლეს პოლიტიკურ პირებს შორის, ზოგადად ქვეყანას აზიანებს და აზიანებს არა მარტო იმ თვალსაზრისით რომ სასაცილოდ გამოვიყურებით, არამედ იმით რომ ეს დაცინვა, პოტენცური ინვესტორებისთვის და მათთვის, ვინც საქართველოში რაიმეს გაკეთებას გეგმავდა, არის ნიშანი პოლიტიკური არასტაბილურობისა და საფრთხე მათი ფულისთვის. რატომღაც ისე წარმოგვიდგენია თითქოს მხოლოდ ამერიკაში ხდება ის რომ პოლიტიკური პროცესები საფონდო ბირჟებზე აისახება და ასეთი რამ ჩვენ არ გვეხება. ვცდებით ბატონებო გვეხება და თანაც ჩვენ უფრო მტკივნეულად გვეხება ვიდრე ამერიკელებს ან განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას. იქ თუ ინდექსი დაიწევს და რომელიმე კორპორაცია ან ფიზიკური პირი, გარკვეულ თანხას კარგავს, ჩვენს შემთხვევაში ასეთი პროცესები ხდება გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ან შემოვიდეს ფული ქვეყანაში ან არა! განსხვავებით ინდექსის დაცემისა, ჩვენს საერთოდ ვკარგავთ პოტენციურად ქვეყანაშ შემოსატან ფულს.
არასდოდეს არ მომისმენია რომ დღევანდელი პრემიერ მინისტრისთვის ვინმეს ეკითხოს რა შედეგი ჰქონდა მის ვიზიტებს სხვდასხვა ეკონომიკურ ფორუმებზე? რა შედეგი ქონდა მისი წინამორბედისა და მისი პირადი ბელადის, ბიძინა ივანიშვილის დავოსში ვიზიტს, მაშინ ხომ ქართული ოცნება აღფრთოვანებით გვიმტკიცებდა, ვიზიტი წარმოუდგენლად შედეგიანიაო?! ზუსტად ასეთივე აღფრთოვანებით გვიმტკიცებენ, პრემიერის ყველა საგარეო ვიზიტზე რომ წარმოაუდგენლად პროდუქტიურლი და შედეგიანი იყოო...
ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ ივანიშვილი და მისი დამრტყმელი ინტელექტუალები ვოლსკი, კობახიძე, ბესელია, ასეთი ვიზიტების განხილვისას დასხდებიან, გაივლიან და იტყვიან - კონსტიტუციით ვერ ამაგრამ არის კანონზე მეტი, დაუწერელი კანონი - "პაესტკა" პატარისაა ძმაო!

Комментариев нет:
Отправить комментарий