მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გახსნილი ახალქალაქის ბაზის მშენებლობა, დიდი მითქმა მოთქმის საფუძველი გახდა სომხურ მედიაში.
17 აგვისტოს შემდეგ თვალს ვადევნებ ამ პროცესს და ველოდი, როდის გააკეთებდა განცხადებას ოფიციალური ერევანი, თუმცა ჩემი ლოდინი ამაო აღმოჩნდა და როგორც ჩანს ოფიცალური ერევანი არც აპირებს რაიმე განცხადების გაკეთებას.
სამაგიეროდ აქტიურად კომენტირებენ და აფასებენ ამ საკითხს ადგილობრივი ჯავახელი სომეხი აქტივისტები და სომეხი ეროვნების, რუსეთში მოღვაწე პოლიტილოგები. ამ უკანასკნელთა უკიდურესი შეშფოთება გამოიწვია ცნობამ ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებ, ძველად რუსული სამხედრო ბაზის ადგილზე.
საქართველოში დაურეგისტრირებელი ჯავახელი სომეხი აქტივისტის პარტია "ვირკის" ხელმძღვანელი დავიდ რასტაკიანი, ვერაფრით ვერ ხსნის თუ რაში სჭირდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, სამხედრო ბაზა სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე. მისი განცხადებით რომელიც მან NEWS.am-თან გააკეთა ბოლო 25 წლის განმვლობაში, სომხეთის მხრიდან არ დაფიქსირებულა არცერთი ინიციდენტი, რომელიც შეიძლება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას საფრთხედ აღექვა. ასევე მისი განცხადებით, რეგიონში ქართული სამხედრო ბაზის განთავსება, საფრთხის შემცველია თავად ადგილობრივი მოსახლეობისთვის რადგან მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არა მეზობელ სომხეთთან, არამედ ადგილობრივ სომხებთან აქვს პრობლემა. მისი თქმით ჯავახეთში სომხური სეპარატიზმი ქართული პოლიტიკური ელიტის ილუზიაა და ისინი მხოლოდ, სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსს ითხოვენ, პირველ ეტაპზე და შემდეგ უკვე გაფართოებული ავტონომიის უფლებებს, რაც მისი თქმით ელემენტარული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხია და არა სეპარატიზმი. მისი "ანალიზით" აღნიშული სამხედო ბაზა მომავალში ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს ადგილობრივ სომეხთა უფლებების დაცვისთვის ბრძოლის საკითხში(?!).
ვრცელ სტატიას უძღვნის ახალქალქში საქართველოს შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრის განთავსებას, გამოცემა novostnik.ru და არშალუის მგდასიანის სტატიაში, ბაზის ახალქალქში განთავსება, პოლიტიკური შინაარსით დატვირთულია და მისთვისაც ანალოგიურად რასტაკიანისა, ბაზის დანიშნულებად რეგიონში ეთნიკური მოცემულობის ცვლილებასა და ქართველ პოლიტიკოსთა ფობიად შერაცხული, სეპარატიზმის წინააღდმეგ მიმართულ ნაბიჯად განიხილავს.
რასტაკიანის ამ მოსაზრებებს იზიარებს სომეხი სიტორიკოსი, მეცნიერებათა კანდიდატი და რეგიონული უსაფრთხოების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი სერგეი მინასიანი.
არცერთი მათგანი არ ახსენებს და თეორიულ დონეზეც კი არ განიხილავს იმ საფრთხეს საქართველოსთვის, რომელიც გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზიდან მომდინარეობს. არცერთ მათ მიერ გაკეთებულ კომენტარში, ვარაუდის დონეზეც კი არ არის განხილული ეს საკითხი. მათთვის ასევე არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ საპასუხო განცხადებებს, რომელიც თბილისიდან გაკეთდა. მაგალითად სტრატეგიული კვლევევის ცენტრის ექსპერტის, გიორგი გვიმრაძის კმენტარი რომ აბსურდად მიაჩნია, სამხედრო ბაზის არსებობა ეთნიკური მოცემულობის ცვლის ფაქტორად გამოცხადება და რომ სამხედრო ბაზის ამოქმედებას შეუძლია გარკვეული სიკეთეები მოუტანოს რეგიონს, სტატიის ავტორი, მარტივად უვლის გვერდს და წერს რომ თბილისიდან გაკეთებული განცხადებების, ადგილობრივ მოსახლეობას არ სჯერა და კვლავ იმ საფრთხეების განხილვას უბრუნდება რომელიც მისი და მისი რესპოდენტების აზრით ადგილობრივ მოსახლეობას ემუქრება.
უნდა ითქვას რომ რეაქცია რომელიც სამხედრო ბაზის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, კიდე ერთხელ ადასტურებს რომ ასეთი ნაბიჯი აუცილებლად გადასდგმელი იყო და არა მხოლოდ სასწავლო ცენტრის მშენებლობა, არამედ იმ პროექტების გაგრძელებაც უნდა მოჰყვეს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და დღეს სავარაუდოდ შეჩერებულია. თბილისისკენ მომავალი გზები ყველა მიმართულებიდან დასაცავია და საჭიროა იმ საფორთიფიკაციო ნაგებობების მშენებლობების გაგარძელება, რომელიც მიმდინარეობდა.
ახალქალაქში სამხერო ბაზის არსებობის აუცილებობის კიდევ ერთი ფაქტორი არის ის ინფრასტრუქტურული პროექტები რომელიც აზარბაიჯანთან და თურქეთთან ერთად ხორციელდება. წარმოაუდგენელია სარკინიგზო ხაზი და ნავთობსადენები ადგილობრივი, სეპარატისტული განწყობების მქონე სომხების გარემოცვაში დატოვო უყურადღებოდ და დაუცველი. ასეთ მოთხოვნას ქართულმა მხარემ სულ რომ არაფერი გააკეთოს, აზარბაიჯანული და თურქული მხარეები მოითხოვდნენ.
ჩვენი მეზობელი სომხები ვიდრე ქართული ბაზის ჩვენივე ტერიტორიაზე გახსნით შეშფოთდებოდნენ, კარგი იქნებოდა იმაზე დაფიქრებულიყვნენ თუ რა საფრთხეს წარმოადგენს მათ ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზა და იმაზეც თუ როგორ აპირებენ დაუმტკიცონ ქართველებს რომ რუსული 102-ე ბაზა საქართველოსთვის საფრთხეს არ წამოადგენს. მათ ხომ არასოდეს მოუციათ გარანტია იმის რომ რუსული არმია, მათი ტერიტორიიდან არასოდეს შემოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე?
ცნობისათვის ახალქალქში იგეგემება სამხედრო სასწავლო ცენტრის მშენებლობა, ყოფილი რუსული 62-ე ბაზის ტერიტორიაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით აღნიშულ სასწავლო ცენტრში წვრთნას გაივლიან წვევამდელები. ბაზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2019 წლისთვის.

правителство грузии как решит так и будит ,
ОтветитьУдалитьსაქართველოში რას ავაშენებტ და სად, სომხების საქმე არაა.
ОтветитьУдалитьდაგვიანებულია , მაგრამ საჭიროა , ადრევე რო მისულიყვნენ ამ დასკვნამდე კარგი იქნებოდა.
ОтветитьУдалить