Страницы

воскресенье, 26 октября 2014 г.

ტერორისტები მარიუპოლის ალყაში მოქცევას ცდილობენ!

25 ოქტომბერს საღამოს, უკრაინული ტელევიზიების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებში, გავრცელდა ინფორმაცია რომ ტერორისტები და რუსული არმიის შენაერთები, მარიუპოლის ალყაში მოქცევას ცდილობენ.
უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ქალქის შემოგარენში ე.წ. ბუფერული ზონის გასწვრივ, ასობით საბრძოლო ტექნიკა და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალაა მობილიზებული. სამხედროთა ვარაუდით ტერორისტები და რუსული არმია, სავარაუდოდ ფართომაშტაბიან შეტევას არ დაიწყებენ, ისინი ცდილობენ ჯერ ალყაში მოაქციონ უკრაინული არმიის პოზიციები, რომლებიც მარიუპოლის ირგვლივ არიან განთავსებულნი. ასევე სამხედროები ტელევიზიებისათვის მიცემულ ინტერვიუებში აცხადებენ რომ 26 ოქტომბერს, უკრაინის საპარლამენტო არჩევნების დღეს, სავარაუდოდ გააქტიურდებიან დივერსანტები და ისინი ვერ მოიცლიან არჩევნებში მონაწილეობის მიღებისთვის. მათი ვარაუდით ტერორისტებისა და რუსული არმიის მოქმედება, მიმართულია ორი ამოცანის შესრულებისაკენ. ერთი ეს არის ის რომ ალყა შემოარტყან ქალაქს და მეორე ის რომ არ მიეცეთ სამხედროებს არჩვნებში მოანწილეობის შესაძლებლობა.
ზოგიერთი ექსპერტი კიევში მიიჩნევს რომ არ არის გამორიცხული, ტერორისტებმა სცადონ ფართომაშტაბიანი შტურმის წამოწყება მარიუპოლის მიმართულებით სწორედ არჩევნების დღეს, რადგან საარჩევნო პროცესის გამო, მთელი ქვეყნის ყურადღება გადატანილი იქნება საარჩევნო პროცესის უსაფრთხოდ ჩატარებისაკენ. ექსპერტთა ეჭვებს ამყარებს ე.წ. ДНР-ის ე.წ. პრემიერ-მინისტრ ზახარჩენკოს მიერ, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება რომ მათ უნდა დაიბრუნონ სლავიანსკი, კრამატორსკი და მარიუპოლი. თუმცა შემდეგ ეს განცხადება უარყო და თქვა რომ მას უბრალოდ არასწორად გაუგეს. ძნელია დაიჯერო ეს მტკიცებულება რადგან ფრაზები, რომელიც მისი დონეცკის ერთერთი კლინიკის მედპერსონალთან შეხვედრიდან გავრცელდა, საკმაოდ მკაფიოა და სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. 
დღევანდელი დღე ალბათ ყველაზე დაძაბული დღე იქნება უკრაინელი ძალოვნებისთვის, რადგან არსებობს პროვოკაციების საფრთხე. განსაკუთრებით დაძაბული ვითარება კონფლიქტურ რეგიოენბში და ბუფერული ზონის მიმდებარე ტერიტორიებზე იქნება, სადაც პროვოკაციების მოწყობის ალბათობა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ასევე პროვიკაციებისათვის საშიშ მიმართულებად რჩება ოდესა და ხარკოვი, საიდანაც მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, სხვდასხვა დივერსიული და ტერორისტული ჯგუფების დაკავების შესახებ. 
ოფიციალური გვერდი


Комментариев нет:

Отправить комментарий