გუშინ ქართველმა პარლამენტარებმა გამართეს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის განხილვა, რომელსაც ამჟამინდელი მინისტრი ზაქარეიშვილი იწუნებს და აცხადებს რომ ეს კანონი არის ძალიან მკაცრი მათთვის, ვინც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე შედის.
ვინ არიან ეს "ადამიანები", რომლებიც ამ კანონის მთელს სიმკაცრეს საკუთარ თავზე ცდიან და რატომ არის ასე მათი ბედით შეწუხებული მინისტრი ზაქარეიშვილი?! ეს ადამიანები არიან ძირითადად რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც ძალიან კარგად უწყიან თუ რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადიან და ისიც კარგად უწყიან თუ რა მოხდა იქ. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი რუსეთში ისეთი განხილვის საგანი იყო რომ ძალიან ძნელი დასაჯერებელია "უცოდინრობის" გამო, უნებურად არღვევდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის მოქალაქე, რომლის ბედზეც ასე სწუხს მინისტრი.
მინისტრი ზაქარეიშვილის ეს აქტიურობა ამ მიმართულებით "ღმერთმა" უწყისი ვისი მითითებით არის გამოწვეული და რას ემსახურება მაგრამ ის კი ნათელია რომ აფხაზებისთვის ამ კანონის შესუსტებას და საერთოდ გაუქმებას, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ დაუკვირდებით აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ლოგიკას.
სეპარატისტული აფხაზეთი, ეკონომიკურად უმძიმეს მდგომარეობაშია და მისი ბიუჯეტის დაახლოებით 60-70% რუსული დოტაციით ივსება. პოტენციალი რომელიც გააჩნია აფხაზეთს, არის უკიდურესად შეზღუდული რადგან მისი პოლიტიკური მდგომარეობა ზღუდავს იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რომელიც სეპარატისზმისა და ქართველთა ეთნოწმენდის გარეშე, საქართველოს შემადგენლობაში ნორმალური არსებობსი შემთხვევაში ექნებოდა.
აფხაზი სეპარატისტები და რუსები ძალისხმევას არ იშურებენ დამატებითი შემოსავლების გაჩენისთვის და რუსეთის ბიუჯეტისთვის ხარჯების შემცირებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგავენ. ამ ნაბიჯების კონტექსტში ზაქარეიშვილის ინიციატივა არის ძალიან შემაშფოთებელი და აი რატომ.
მიმდინარე თვის შუა რიცხვებში აფხაზი სეპარატისტების ე.წ სავაჭრო სამრეწველო პალატის დელეგაცია იმყოფებოდა თურქეთში (წყარო). აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით "ოფიციალური" შეხვედრები გაიმართა თურქეთის ტუროპერატორების კავშირის (TURSAB) წარმომადგენლებთან. სეპარატისტთა "დელეგაციის" წევრები გაეცნენ თურქული ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროების მუშაობას და რამდენიმე ტურისტულ ომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმიც გააფორმეს. სეპარატისტული მედიის ინფორმაციით უახლოეს მომავალში იგეგემება რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი აფხაზეთში, საკურორტო პოტენციალის შესასწავლად. ასევე გამართეს შეხევდრები ქ. კოჯაელის მერის მოადგილესა და ბიზნესმენებთან, თურქეთის მმართველი პარტიის ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელთან და ა.შ.
მოკლედ სეპარატისტებმა იმდენი რამ ქნეს თურქეთში რომ საგარეო საქმეთა მინისტრს, სრული უფლება აქვს ელჩი დაიბაროს ახსნა განმარტებისათვის. მინისტრი ზაქარეიშვილი კი ამ ყველაფერს თვალს უნდა ადევნებდს და აფასებდეს იმ საფრთხეებს, რომელიც ასეთი კონტაქტებისგან შეიძლება გამომდინარეობდეს, ნაცვლად იმისა რომ კანონის შერბილებას ითხოვდეს.
საფრთხეები კი არის ის რომ აფხაზი სეპარატისტები ტურიზმიდან მიიღებენ დამატებით შემოსავალს და სანქციების გამო გაღარიბებული რუსი ტურისტების ხარჯზე, სულს მოითქვამენ. თურქები კი მათ სერვისების გაუმჯობესებაში დაეხმარებიან და არ არის გამორიცხული ფულიც დააბანდონ თუ დაინახავენ რომ მათ ხელს არავინ და არაფერი შეუშლის.
იმის მაგივრად რომ თურქების კრიტიკა და ლანძღვა დავიწყოთ, აჯობებს საკუთარ ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი იმაზე თუ რატომ არ ახდენს რეაგირებას ასეთ ფაქტებზე და რატომ ხდება ის რომ აფხაზი სეპარატისტები, ასე თავისუფლად დასეირნობენ ჩვენს ახლო სამეზობლოსა და ევროპაში. ანალოგიური ვიზიტით სეპარატისტების ეს ჯგუფი გერმანიაშიც იმყოფებოდა რამდენიმე თვის წინ.
ამ ფონზე კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კი არ უნდა შესუსტდეს, არამედ უნდა გამკაცრდეს ან უკვე არსებულს, დამატებითი რეგულაციები დაემატოს, რომელიც გამორიცხავს აფხაზეთში ფულის დაბანდებასა და სერვისების შეტანას. საქართველოს ინტერესებში ვერანაირად ვერ შევა ის რომ აფხაზმა სეპარატისტებმა რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვონ და მეტად დამოუკიდებლები გახდნენ. არც ის არის არგუმენტი რომ ევროკავშირი ითხოვს ამ კანონის შერბილებას და ეს არის მტკნარი სიცრუე, რომელიც ქართველ ობივატელზეა გათვლილი.
კითხვა კი კვალვ პასუხგაუცემელი რჩება - ვის სასრგებლოდ მუშაობს მინისტრი ზაქარეიშვილი?

nabozaria da imitom
ОтветитьУдалить