ჟირინოვსკი ბოლო დროს საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკით დაკავდა. მისი ინტერვიუები პროგნოზებად გადაკეთდა და ამ პროგნოზებში, ვლადიმერ ვოლფოვ-"იჩი" ისეთ გეოპოლიტიკურ პროგნოზებს აკეთებს, თვითონაც იცის არავის რომ
არ სჯერა, სამაგიეროდ იცის ის რომ ამით რუს ობივატელს (და არა მარტო რუსს მათ შორის ბევრ ევროპელსაც) კიდევ უფრო უმტკიცებს განცდას რომ მათ ქვეყანას თავს ესხმიან.
არ სჯერა, სამაგიეროდ იცის ის რომ ამით რუს ობივატელს (და არა მარტო რუსს მათ შორის ბევრ ევროპელსაც) კიდევ უფრო უმტკიცებს განცდას რომ მათ ქვეყანას თავს ესხმიან.
ჟირინოვსკი ყოველდღიურად იმდენ სისულელეს ლაპრაკობს რომ ელემენტარული ალბათობის იმედზე გათვლილი ანალიზი აქვს - "აქედან რაღაც მაინც მოხდება!" და თანაც რუსეთის მეზობლების ყური ეჩვევა აპოკალიპტურ სცენარებს, საკუთარი მონაწილეობით.
ამ ადამიანს კონკრეტული ფუნქცია აქვს რუსულ პოლიტიკაში და გიჟად შერაცხვა ვერაფერი ნუგეშია. რუსეთში უფუნქციოდ და უმიზნოდ ტელევიზიებით არავის "აყვირებენ". ამ ყველაფრის ფონზე კი ძალიან არასასიამოვნოა რომ ჟირინოვსკიმ, მოუმატა რუსეთის საგარეო პოლიტიკისა და მომავლის "ანალიზში", აფხაზეთისა" და ე.წ "სამხრეთ ოსეთის" ხსენებას, მაშინ როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკიდან არაღიარების მხარდაჭერისთვის, ქმედებები თითქმის გაჩერებულია...

Комментариев нет:
Отправить комментарий