Страницы

четверг, 25 сентября 2014 г.

რაულ ხაჯიმბას "ინაუგურაცია" (ვიდეო/video)

დღეს ოკუპირებულ სოხუმში, აფხაზ სეპარატისტთა ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია გაიმართა. სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 24 აგვისტოს გაიმართა რომელშიც რაულ ხაჯიმბამ
გაიმარჯვა. გასული ერთი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ დაგვენახა, თუ რა პოლიტიკური პროცესები და რა მიმართულებით განვითარდება ოკუპირებულ აფხაზეთში.
რუსმა ექსპერტებმა სოხუმში გამართულ ერთერთ შეხვედრაზე განაცხადეს რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ხაჯიმბას მთავრობა უფრო მეტად პრორუსული იქნებაო.
ზოგადად თვალშისაცემია რომ რუსეთი, უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო და ევრაზიული კავშირის თემის პედალირების ფონზე აქტიური ხდება ახლო სამეზობლოში და ყველა ტიპის "პარტნიორებთან" ააქტიურებს ურთიერთობებს.
 რაც შეეხება თავად ცერემონიას - ინაუგურაციის დასაწისი ცოტა კომიკურია და ნაძალადევი პომპეზურობა თვალშისაცამია:

Комментариев нет:

Отправить комментарий