ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვწერდი iveria.biz-ისთვის დაწერილ სტატიაში ამ საფრთხის შესახებ, რომელიც ხაჯინბას გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად დადგებოდა. ამავე დროს არც ამ ე.წ. არჩევნებამდე და არც მას შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მხირდან რაიმე გონიერი გეგმის შესახებ არაფერი
თქმულა. ცალსახაა რომ ასეთი გეგმა არ აქვთ საქართველოს ხელისუფბაში და დამოკიდებულნი არიან იმაზე თუ რას მოიქმოდებენ აფხაზი სეპარატისტები და რუსები. ის ილუზია რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკით რაიმე ხელშესახები შედეგი იქნება მოღწეული, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ გამართლდა. თუმცა ამ უშედეგო პოლიტიკის ჯიუტად გაგრძელებას აპირებს ხელისუფლება და ვერავითარ ქმედით ნაბიჯს ვეღარ დგამს, ვერც სეპარატისების და ვერც რუსების წინააღმდეგ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ თავისივე წინასაარჩევნო და შემდეგ უკვე ივანიშვილის არასწორი პოლიტიკური ორიენნტირების ტყვეობაშ რჩებიან და იმის გამო რომ პრობლემის მნიშვნელობა შეამცრონ, უბრალოდ ამ პრობლემებს მალავენ მანმდე, ვიდრე შესაძლებელია და მედია არ გაახმაურებს. შემდეგ კი ისეთი განცხადებებს აკთებენ რომ თითქოს ახალი არც არაფერი ხდება და რომ ეს ისედაც ასე იყო, რაც ძალიან ცუდი შედეგის საფუძველი იქნება მომვალში რადგან, მოსახლოება ისმენს პრობლემის შესახებ, როგროც თავისთავად არსებულ და უმნიშვნელო მოვლენის შესახებ რიგით განცხადებას.

დამერწმუნებით რომ ქვეყანას ამ პრობლემაზე დიდი პრობლემა არ აქვს და ნებსმიერი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, ისე იქცეოდეს რომ სეპარატისტებსა და მათ ადვოკატებს, კერძოდ კი კრემლს მაქსიმალურ პრობლემებს უქმნიდნენ. ჩვენ კი სრულიად საპირსპიროს ვხედავთ და ისიც შესამჩნევია რომ ორივე სეპარატისული რეჟიმი მეტად გათამამებულია. ამას კი დღევანდელი ხელისუფლება ვერავის დააბრალებს, ვერც სააკაშვილს და ვერც რუსეთს, რადგან უკრაინის კრიზისის კონტექსტში, ხელისუფლებამ უამრავი შესძლებლობა გაუშვა ხელიდან იმ თვალსაზრისით რომ გამოეყენებინა საერთაშორის საზოგადოების ზეკრიტიკული დამოკიდებულება რუსეთის მიამრთ, საკუთარი პრობლემის განხილვისთვის და ამით კიდევ უფრო გაეძლერებინა არაღიარების პოლიტიკა:

Комментариев нет:
Отправить комментарий