ევროპის ხუთ ქვეყანაში დღეიდან NATO-ს სამხედრო ფართომაშტაბიანი სწავლებები დაიწყო. წვრთნები გაიმართება გერმანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში. თავდაპირველად სამხედრო წვრთნები " Steadfast Javelin II" დაგეგმილი იყო როგორც აშშ-ს სამხედრო ძალების
წვრთნა სახელწოდებით "Saber Junction", თუმცა უკრაინის კრიზისის გამო, სწავლებებს ალიანსისა და აშშ-ს ფართომაშტაბიან მანევრებში გადაიზარდა. სწავლებები 2 სექმებერს დაიწყო და 8 სექტემბრამდე გასტანს.
ალიანსის მიერ გავრცელებულ კომუნიკეში ნათქვამია რომ სწავლებები მიზნად ისახავს ალიანსი წევრი ქვეყნებისა და მოკავშირებისთვის იმის ჩვენებას რომ დაცული იქნება მათი სუვერინიტეტი და თავისუფლება.
წვრთნებში ჩართულია ასეულობით ჯავშანმანქანა და თვითმფრინავი, ასევე 9 ქვეყნის სახედრო დანაყოფი. ალინსის წევრი ქვეყნებიდან მონაწილეობას იღებენ: ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, ბრიტანეთი და აშშ. ხოლო მოკავშირეების სტატუსით წვრთნებში მონაწილეობას იღებენ ბოსნია და ჰერცოგოვინისა და სერბეთის დანაყოფები.
აღნიშულ სწავლებებზე ჟურნალისტებიც არიან მიწვეულები და ისინი დაესწრებიან 5 სექტმებერს ლატვიაში, ლიელვარდის ავიაბაზაზე ღამით 400 მედესანტის და ჯავშანმანქანა "Stryker"-ების დესანტირებას. ასევე 8 სექტემბერს გერმანიაში გაიმართება საჩვენებელი წვრთნები რომლის დროსაც ნაჩვენები იქნება პირობითი მოწინააღმდგეი მიერ დაკავებული აეროდრომის აღება და გაწმენდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია უახლოეს მომავალში დაგეგმილი სწავლებების შესახე, რომლებიც არანაკლები მაშტაბის იქნება და მიზანი ისევ წევრთა და მოკავშირეთა დამშვიდება იქნება. კონკრეტულად თარიღები არ სახელდება თუმცა ცნობილია დასახელებები და ქვეყნები, სადაც ქვემოთ ჩამოთვლილი წვრთნები გაიმართება:
"Loyal Lance" და "Trident Lance" - გერმანია, "Noble Ledger" - ნორვეგია, "Rapid trident" - უკრაინა, "Anakonda" - პოლონეთი.
ფაქტია რომ მიუხედავად ალიანსის დუმილისა, მაშტაბური სამხედრო გადაადგილებების შესახებ, აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსისა და აშშ-ს სამხედრო კონტიგენტი მნიშვნელოვნად არის გაძლიერებული. აქ მოცემულ ინფორმაციაში არ შედის საზღვაო ძალები რომლებიც ბალტიისა და შავი ზღვის სიახლოვეს იმყოფებიან და რომელთაც უკვე გამართეს სწავლებები ბულგარეთის სანაპიროებთან. ასევე ანტისარაკეტო ძალები. ამ ყოველივეს თუ იმასაც დაუმატებთ რომ იქმნება ახალი, სწრაფი რეაგირების ძალები მივიღებთ რუსეთის არმიაზე გაცილებით უფრო ქმედით და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის მქონე არმიას, რომელსაც შესწევს ძალა შეაჩეროს რუსული არმია!

Комментариев нет:
Отправить комментарий