ევროპულ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია ევროპის ზამთრისთვის მზადების შესახებ, რომელიც რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის რისკებს ითვალსიწნებს და იგეგმება მთელი რიგი ღონისძიებები, გაზის დეფიციტის შესამცირებლად. "Reuters"-ს ანონიმურმა წყარომ დაუდასტურა რომ ევროკავშირი ამზადებს გეგმას იმ შემთხვევისთვის,
თუ უკრაინის კრიზის გამო რუსეთი შეწყვეტს ევროპისთვის გაზის მიწოდებას. ამ რისკებს შესახებ "Societe Generale" ანალიტიკოსებიც ლაპარაობენ და აცხადებენ რომ უკრაინის საკითხი გაზის მოწოდების შეწყვეტის გარეშე არ გადაწყდება და გამომდინარე აქედან ევროპაში, გაზის ტარიფის მატებას წინასწარმეტყველებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გაზის ტარიფმა ევროპაში უკვე 35%-იანი მატება განიცადა, რაც რა თქმა უდნა დაკავშირებული უკრიანის კრიზისთან და ამის გამო რუსეთიდან მიწოდების შეყვეტის მაღალ რისკებთან. რუსეთი აცხადებს რომ უკრაინა მოიპარავს გაზს ევროპისთვის განკუთვნილი მილებიდან და ამის გამო ის იძულებული იქნება შეწყვიტოს მიწოდება.
რუსეთის გარდა, ევროპა შეკუმშული ბუნებრივი გაზით, ყატარიდან და ალჟირიდან მარაგდება, რომელიც ატლანტიკური ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის პორტების მეშვეობით მიეწოდება ევროპას. ხშირად კი ამავე პორტებიდან, მოწოდებული შეკუმშული ბუნებრივი გაზი, რეექსპორტზე იგზავნება მესამე ქვეყნებში და ევროკავშირი სწორედ ამ რეექსპორტის აკრძალვას გეგმავს. აკრძალვის საფუძველი კი ევროკავშირი მიერ 2010 წელს მიღებული დადგენილება 994/2010 იქნება. რომელიც გულისხმობს რეექსპორტის აკრძალვას ევროპის საზღვრებს გარეთ და ასევე წარმოებაში გაზის გამოყენებას აკრძალვას ან შემცირებას, იმისათვის რომ არსებული მარაგები მთლიანად საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის იყოს გამოყენებული. ევროკავშირში "გეგმა-B" მომზადების შესახებ განაცხადა, 27 აგვისტოს, მინსკში გამართული უკრაინა-რუსეთის მოლაპრაკებების მონაწილე, ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ეტინგერმაც.
რუსეთიდან გაზის შეწყვეტით ყველაზე დიდი ზარალის რისკის წინაშე უნგრეთი აღმოჩნდება რომელმაც ასევე მიიღო ზომები და ქვეყანაში მოქმედ კომპანიებს გაუზარდა მარაგების დაშვებული ნორმა. ეს ინფორმაცია უნგრეთის განვითარებისა სამინისტრომ დაადასტურა და აცხადებენ რომ აანალიზებენ შექმნილ მდგომარეობას და პრევენციულ ზომებს იღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით ევროპის ტერიტორიაზე მოქმედ კომპანიებს საკუთარი მარაგების 90% უკვე შევსებული აქვთ. ევროპის ტერიტორიაზე შესაძლო მარაგები დაგროვების რეზერვუარები 70 მილიარდი კუბამეტრის მოცულობისაა, რაც ევროპის მიერ წლიურად მოხმრებული გაზის 15%-ს უდრის.
ევროპულ კომპანიებს მოუწიდებენ შეძლებისდაგავრად გადავიდნენ ნახშირზე რომელიც დღეს ჭარბად არის, ამერიკაში იფქლის გაზის ტექნოლოგიების ათვისები გამო და მისი ფასი მსოფლიო ბაზარზე 40% დაეცა. თუმცა აქ ინფრასტრუქტური პრობლემაა, რომელიც მთლიანად ბუნებრივ გაზზეა აწყობილი. პრობლემაა ასევე ის რომ ევროპაში გაზის სისტემა აწყობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიამრთულებით, რომელიც რუსეთიდან გაზის მიწოდებაზე იყო ორიენტირებული.
მიუხედავად სირთულეებისა ევროპელი ექსპერტები ენერგეტიკის საკითხებში აცხადებენ რომ საფრთხეები მოკლევადიანია და გულისხმობს მხოლოდ წლევანდელი ზამთრის უზრუნველყოფას, ისიც მხოლოდ ბუნებრივი გაზის სექტორში, დანარჩენი ნავთობროდუქტებისა და ნახშირის მომწოდებელთა მოძიება არ გაჭირდება. მთავრი პრობლემა რომელიც ევროპული ეკონომიკისათვის იქნება, რუსეთიდან გაზის შეწყევტის შემთხვევაში ეს არის გაზზე აწყობილი საწარმოების გადაწყობა და გაზის კომპანიების მოგების შემცირება.
როგორც ვხედავთ პრობლემა ევროპისთვის არც თუ ისეთი დიდია რომ დაუძლეველი იყოს და ძალთა მობილიზების შემთხვევაში, ზამთარსაც ნორმალურად გადაიტანენ. უბრალოდ მთელი ამ პროცესის წარმოებისათვის დროა საჭირო და სავარაუდოდ რუსეთისათვის სანქციებსი დაწესების დროში გაწელვა, სწორედ ამ პროცესებს უკავშირდება.

Комментариев нет:
Отправить комментарий