მახაჩყალასა და დერბენტში, პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მისული ახალგაზრდები სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან მეჩეთს ალყა შემოარტყეს შეიარაღებულმა სამართალდამცავებმა და დააკავეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა. მათ შორის ისინიც ვინც წინა ასეთი რეიდის დროს უკვე ჰყავდათ დაკავებული. დაკავებულთა გადასაყვანად სამართალდამცავების მხრიდან მობილიზებული იყო ავტობუსები და მიკროავტიბუსები.
ადგილობრივთა განცხადებით დაკავებაში მხოლოდ პოლიციელები არ მონაწილეობდნენ, მათი თქმით სხვა უწყების წარმომადგენლებიც იყვნენ, სავარაუდოდ ФСБ-ს გულისხმობდნენ. მახაჩყალის პოლიციის სამმართველოში დაადასტურეს დაკავებების შესახებ ინფორმაცია, ხოლო დერბენტის განყოფილებაში უარყვეს.
დაკავებულები ყვებიან რომ მეჩეთთან დაკავების შემდეგ გადაიყვანეს განყოფილებებში, სადაც მათ აუღეს თითის ანაბეჭდები, გადაუღეს ფოტოები და ჩაიწერეს საპასპორტო მონაცემები. მათი თქმით ასეთი რეიდი პირველი არ არის და გასული თვის დასაწყისშიც ჰქონდა ადგილი მასიურ დაკავებას.
ადგილობრივ უფლებადამცველებს უკვე რამდენიმე საჩივარი შეუვიდათ ასეთი რეიდის დროს დაკავებული პირების ცემის შესახებ.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო მასალა შემთხვევის ადგილიდან:




Комментариев нет:
Отправить комментарий