Страницы

суббота, 13 сентября 2014 г.

ახალი სანქციები და რუსეთის რეაქცია!

დღეიდან ძალაში შევიდა ევროკავშირის მიერ, კვირის დასაწყისში მიღებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. სანქციების ამ პაკეტის მიმართ რუსეთის რეაქცია ყველა წინა შემთხვევასთან შედარებით, განსაკუთრებით აგრესიული იყო. გუშინ საღამოს პუტინმა გასცა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე არმიებისთვის განგაშის გამოცხადების ბრძანება და მათი საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება. მათ შორის ტექნიკის დიდი
მანძილებზე გადასროლა და ა.შ. განგაში შეეხო არმიის ყველა სახეობას მათ შორის ავიაციასა, სტრატეგიულ ავიაციას, საზღვაო ფლოტს, სახმელეთო ჯარებს და სარაკეტო ჯარებს. 
რეაქცია რომელიც სანქციების ამოქმედებას მოჰყვა საფონდო ბირჟებზე, კიდევ უფრო აგრესიული გახადა რუსი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების განცხადებები. დღის ბოლოს კი თავად ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რომ სანქციების ამ პაკეტის ამოქმედება, ხელს შეუშლის უკრაინის სამშვიდობო პროცესს, რაც პირდაპირი მუქარაა ცეცხლის განახლების მიმართულებით და ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს რომ გუშინდელი განგაში შესაძლოა იმასაც ემსახურებოდეს რომ ეს ჯარები გამოყენებული იქნას უკრაინაში. 
ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით რუსეთი, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, საკუთარი შეიარაღებული ფორმირებების როტაციისთვის იყენებს და აქტიურად არის დაკავებული ახალი სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანით. პარალელურად დღეს გახდა ცნობილი რომ რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო გაზსადენისა და ელექტროსადენის მშენებლობა, რომლითაც ლუგანსკის ოლქს მოამრაგებენ დენითა და ბუნებრივი აირით. ეს კი იმას ნიშნავს რომ რუსეთი ემზადება ე.წ. ნოვოროსიი სეპარატისტული რეჟიმის შესაქმნელად ქართული ოკუპირებული რეგიონების სცენარით.
 როგორც ანალიტიკოსები ამბობენ სანქციათა ეს პაკეტი უკვე პირდაპირ აისახება რუსეთის რიგით მოქალქეებზე რადგან, რუსულ ბანკებს აეკრძალათ ევროპაში სესხების მიღება რაც რუსულ ბანკებში საკრედიტო პროცენტის ზრდას გამოიწვევს. ასეთ ზრდას კი მოჰყვება ის რომ ის კომპანიები რომლებიც საბანკო კრედიტებზე იყვნენ დამოკიდებულნი, ვეღარ შესძლებენ საბანკო კრედიტების დაფარვას და გაკოტრდებიან, მათი გაკოტრება კი ფიზიკურ პირების უმუშევრობას გამოიწვევს. ასევე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთების გამო შემცირდება საცალო გაყიდვების ის პროცენტი, რომელიც განვადების წილზე მოდიოდა და ასევე შემცირდება ფიზიკურ პირებზე სამომხმარებლო სესხების გაცემის წილი. რაც თავის მხრივ ცხოვრების დონის კლებას გამოიწვევს. გარდა საბანკო სექტრორისა, სანქციები შეეხო ნავთობის სექტორსაც და ევროპულ კომპანიებს, აეკრძალათ სპეციალურ ნავთობმომპოვებელ ობიექტებზე (მაგ: წყალქვეშა ჭაბურღილები და ა.შ) საქმიანობა. რუსეთს კი საჭირო ტექნოლოგიები არ გააჩნია რომ ასეთ ობიექტებზე სამუშაოები აწარმოოს.
 მოკლედ რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები სულ უფრო მეტად აისახება მისი მოქლაქეების ყოველდღიურობაზე და შესაბამისად რუსეთი სულ უფრო აგრესული ხდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ რუსეთის მოქლაქეებმა კარგად ვერ გაიგეს თუ რატომ უნდა ეომონ უკრაინას და ეს მნიშვნელოვანწილად ამცირებს იმ "პატრიოტთა" რაოდენობას რომელიც პუტინს სამარემდე ჩაყოლას შეჰფიცავს. თუ ძალიან გაუჭირდათ არც მის დამხობაზე იტყვიან უარს, მთავრია ვინ მეტს გადაიხდის!

Комментариев нет:

Отправить комментарий