უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ვალერი გელეტეიმ განაცხადა რომ თუ დასავლეთის ქვეყნები არ დაუდგებიან მხარში უკრაინას და რუსული საფრთხის წინაშე მარტოს დატოვებენ, მაშინ შესაძლოა უკრაინამ იფიქროს ბირთვული პოტენციალის აღდგენაზე. ამ თემაზე ლაპრაკი მაშინვე დაიწყო როდესაც რუსეთმა საერთაშორის შეთანხმების დარღვევითა და სრული
იგნორირებით, მოხადინა ყირიმის ანექსირება. უკრაინამ ბირთვულ სტატუსზე უარის თქმის სანაცვლოდ მიიღო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიები ინგლისისგან, აშშ-სა და რუსეთისგან. რუსეთმა ეს შეთანხმება დაარღვია და უკვე წამოწყებული კონფლიქტის კონტექსტში, არაერთხელ გაჟღერდა რომ შესაძლოა რუსულმა არმიამ, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს უკრაინული არმიის წინააღმდეგ.
გელეტეის განცხადებას გამოეხმაურა რუსეთის ვეცე-პრემიერი დიმიტრი როგოზინი რომელმაც საკმაოდ შეურაწმყოფელი სტატუსით უპასუხა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე და უკრიანის თავდაცვის მინისტრსა და პრინციპში მთელს ქვეყანას "მაიმუნი ბირთვული ყუმბარით" უწოდა.
უკრაინა რუსეთის დაპისპირების ფონზე ბოლო პერიოდში გახშირდა ლაპარაკების სხვადასხვა კონტექსტში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. უკრიანულმა ტელეარხებმა რამდენიმე გადაცემაც კი მიუძღვნეს ქვეყნის ბირთვული პოტენციალის აღდგენის საკითხს, რომელშიც ბირთვული ფიზიკის სპეციალისტები ამბობენ რომ თუკი იქნება პოლიტიკური ნება და დაფინანსება, უმოკლეს ვადაში შესძლებენ ბირთვული ქობინების შექმნას. მათი განცხადებით უკრაინას სარაკეტო წარმოებაც საკმაოდ განვითარებული აქვს იმისთვის რომ შესაბამისი იარაღი შექმნან.
რუსეთის მხრიდან ფართმოაშტაბიანი სამხედრო აგრესიის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და შესაბამისად უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელბა, აანალიზებს იმ შესაძლებლებლობებს რომელიც მას გააჩნია. რა თქმა უნდა უკრაინას რუსეთის რეგულარული არმიის, სრულმაშტაბიანი შეტევის მოგერიები მარტოს გაუჭირდება და ამისათვის საჭირო იქნება დახმარება არა პოლიტიკური განცხადებებითა და მედიკამენტებით, არამედ არმიებითა და შეიარაღებით. მაგრამ თუ ეს დახმარება არ იქნება, უკრაინას საკუთარი სუვერინეტიტის გადასარჩნად მხოლოდ ბირთვული იარაღი დარჩება.
რუსეთმა ყირიმის ანექსიით მოახდინა ის რომ მსოფლიოში, ბევრი ქვეყანა დაფიქრდა საკუთარი სუვერინეტიტის დაცვის საკითხზე და დაიკარგა ნდობა საერთაშორისო შეთანხმებებისა თუ გარანტიების მიმართ. ამ ქმედებამ დაადასტურა რომ შეთანხმებებსა და გარანტიებზე ნდობის პარალელურად, საკუთარი ძალებით ქვეყნის დაცვაზეც უნდა იზრუნო. ბირთვული სახელმწოსგან თავდაცვის საშუალება კი ასევე ბირთვული იარაღი რჩება.


Комментариев нет:
Отправить комментарий