NATO-ს სამიტზე ამჟამინდელმა გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თავისი შემცვლელის ვინაობა დაასახელა. მიმდინარე წლის 1 ოქტომრიდან ალიანსის გენერალური მდივნის პოსტს, ნორვეგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი იენეს სტოლტენბერგი დაიკავებს.
სტოლტენბერგი ნორვეგიის მუშათა პარტიის ლიდერია და ქვეყნის სათავეში 2005-2013 წწ იდგა.
ძნელი სათქმელია ახალი გენერალური მდივნის პირობებში, შეიცვლება თუ არა რამე ალიანსის მუშაობაში მაგრამ ის კი ფაქტია რომ უელსის სამიტის შედეგი, რადიკალურად ცვლის ალიანსის მოქმედებას. რუსეთის ქმედებებმა ალიანსის წევრ ქვეყნებს დაანახა რომ მათი უსაფრთხოებისთვის უფრო მეტია გასაკეთებელი და რუსეთთან მიღწეული შეთანხმებების იმედად ყოფნა არ ივარგებს.
გარდა რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისა ალიანსის სამიტზე განხილული იყო სირიის და ერაყის კონფლიქტი, რომელიც არანაკლებ საფრთეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის, ვიდრე რუსეთია. საბოლოო ჯამში ალიანსმა საკუთარი ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და ამისათვის სპეციალური სწრაფი რეაგირების ძალები შეიქმნება. რომლის დანიშნულებაც წარმოქმნილ საფრთხეებზე უსწრაფესი რეაგირება იქნება. ასევე ცნობილი გახდა რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ზრდიან საკუთარი ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტებს და სტანდარტული ზრდის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ყველა ქვეყანამ საკუთარი მშპ-ს 2%-ით უნდა გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი.

Комментариев нет:
Отправить комментарий