ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს რუსეთის ელჩი იური მერზლიაკოვი დაიბარა ახსნა განმარტების მისაღებად, თუ რატომ მოხდა რომ რუსეთის მხრიდან, ესტონეთის ტერიტორიაზე, გადასულმა შეიარაღებულმა პირებმა, ქვეყნის ერთერთი სპეცსამსახურის თანამშრომელი გაიტაცეს, რომელიც
საზღვრისპირა ტერიტორიაზე სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "ლუხამაას" სიახლოევს. სპეცსამსახურის თანამშრომელი, სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა და მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელსაც უნდა აღეკვეთა უკანონოდ საზღვრის გადაკვეთა. ამ დროს რუსეთის ტერიტორიიდან გადასულმა შეიარაღებულმა პირებმა ის ფიფზიკური ძალის გამოყენებითა და იარაღის მუქარით დააკავეს და რუსეთის ტერიტორიაზე გაიყვანს. ამ დროისთვის გატაცებულის ადგილსამყოფელი უცნობია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი აცხადებს რომ იმედოვნებს რუსეთის მხრიდან ხელშეწყობას, მისი ქვეყნის მოქალქის ადგილსამყოფელის დადგენასა და ქვეყანაში დაბრუნების საკითხში .
თავის მხრივ რუსეთის ფსბ-მ გაავრცელა განცხადება რომ ესტონეთის უშიშროების პოლიციის თანამშრომელი, დაკავებული იქნა რუსეთის ტერიტორიაზე პსკოვის ოლქში, აგენტურული ოპერაციის ჩატარების შედეგად. ფსბ-ს განცხადებით ესტონეთის ტარტუსის უშუშროების პოლიციის განყოფილების თანამშრომელს, დაკავებისას აღმოაჩნდა პისტოლეტი "taurus"-ი ვაზნებით, თანხა 5000 ევროს ოდენობით, ფარული აუდიო ჩანაწერისათვის საჭირო სპეცტექნიკა და მასალები, რომელიც დამახასიათებელია აგენტურული დავალების შესრულებისთვის.

Комментариев нет:
Отправить комментарий