ქართველები რომ ემოციურები და ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე ფიცხები ვართ, ამაში ალბათ ახალი არაფერია მაგრამ ის რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებთ, ძალიან ცუდის ნიშანია.
პოლიტიკური ორიენტაციების გამო ერთმანეთს უშვერი სიტყვებით მივმართავთ და ისეთ შეურაწყოფას ვაყენებთ, თითქოს მოსისხლე მტრები ვიყოთ და არვინ არ ფიქრდება იმაზე რას ვაღწევთ ამითი?
პოლიტიკური ორიენტაციების გამო ერთმანეთს უშვერი სიტყვებით მივმართავთ და ისეთ შეურაწყოფას ვაყენებთ, თითქოს მოსისხლე მტრები ვიყოთ და არვინ არ ფიქრდება იმაზე რას ვაღწევთ ამითი?
რატომ გვგონია რომ რაც უფრო მაგრად შევაგინებთ ოპონენტს მით უფრო მეტი წონა მიეცემა ჩენს სიმართლეს? მარტო ოპონენტისას კი არა, მთლიანად საზოგადოების იმ ნაწილის გინებასაც არ ვერიდებით, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ სიმპატიებს არ იზიარებს. ნუთუ გვგონია რომ ეს შედეგს გამოიღებს და რაც უფრო მეტად აგინებ ოპონენტებს, მით უფრო დაფიქრდებიან შენი სიმართლის სისწორეზე?! მგონია რომ სულ პირიქით არის და რაც უფრო მეტ აგრესიას ავლენ ადამიანის ან საზოგადოების ნაწილის მიმართ, ისინი უფრო მეტად იკვრებიან და უფრო მეტად კრიტიკულები ხდებიან აგრესორის მიმართ. ყველას ხომ ის გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა ნორმალური იყოს და ყველასთვის ქმნიდეს შესაბამის, ნორმალური ცხოვრების გარემოს? გვინდა და ყველა ვთანხმდებით ისეთ საკითხებზე როგორიც არის სახელმწიფოს მხრიდან გადამეტებული ძალადობის დაუშვებლობა, პრივილეგირებული ფენების გაჩენა და კორუფცია. დარწმუნებული ვარ ყველა, მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაციისა ვთანხმდებით რომ ზემოთ ჩამოთვლილი უმსგავსოებანი დაშვებული არ უნდა იყოს და ყველა ერთიანად წინ უნდა აღუდგეთ ასეთი სიმახინჯეების გაჩენას მაგრამ შევძლებთ კი ერთიანობას რაიმე საკითხის მიმართ?! შევძლებთ რომ უკან მიუხედავად და ერთმანეთის ბრადლებების გარეშე, გავერთიანდეთ მაგალითად მომძლავრებული კრიმინალის წინაშე? ეს ხომ ყველას ერთგვარად უნდა გვადარდებდეს, ვწუხდეთ რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი უმსგავსობები ხდება?
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ რომ რუსეთმა ისეთივე რაღაც გააკეთა, რასაც უკრაინაში აკეთებს და 2008 წლის მსგავსად, მასთან გარდაუვალი ომის წინაშე აღმოვჩნდეთ. რას ვიზავთ? ერთმანეთის დედანაგინები ხალხი ხომ გვერდიგვერდ უნდა დავგდეთ და დავიცვათ ჩვენი საერთო ქვეყანა? როგორ აპირებთ შეხედოთ თვალებში თანამებრძოლს, რომლის იმედიც ბრძოლის ველზე უნდა გქონდეს მაგრამ რამდენიმე თვის, წლის წინ უშვერი სიტყვებით აგინე?! იმიტომ რომ რომელიღაც პოლიტიკოსის მიმართ მეტი სიმპატიით იყო განწყობილი. ის პოლიტიკოსი შეიძლება არც აღმოჩნდეს იმ ბრძოლის ველზე და თქვენ კი ერთმანეთის იმედად უნდა იყოთ. ამასაც რომ თავი დავანებოთ და გაჭირვება დადგეს ქვეყანაში, როგორ ვფიქრობთ ასე დაშლილები და ერთმანეთს მტრად მოკიდებულები, როგორ დავძლევთ ამ გაჭირვებას?
პოლიტიკურმა ლიდერებმა, ცოტა მეტად უნდა გაიაზრონ თავის ნამოქმედარი. ერთხელ და სამუდამო წერტილი დაუსვან საკუთარი მომხრეებისა და ოპონენტების მომხრეთა შორის შუღლის გაღვივებას. არ არსებობს საფრთხე იმაზე მეტი, ვიდრე ერის გახლეჩვა და დანაწევრებაა. ამაზე დიდ საფრთხეს დღეს საქართველოსთვის არც "პედარასტები" წარმოადგენე, არც რუსი ოკუპანტები და არც "გარყვნილი" დასავლეთი. ერი თავის ნიშან-თვისებებსა და ტრადიციებს მაშინ კარგავს, როდესაც გახლეჩილი და დანაწევრებულია. მტერიც ადვილად ერევა და ყველა უსახურობა უფრო ადვილად ეწებება. ერი არაფრით განსხვავდება ცოცხალი ორგანიზმისგან, იმუნიტეტ დარღვეული ორგანიზმი კი ყველას კარგად მოგეხსენებათ რამდენად ადვილად ავადდება, ასეა ერის შემთხვევაშიც.
კაცმა რომ გვკითხოს სათითაოდ ეს ჭეშმარიტება ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ყოველდღიურობაში ვერ გადმოგვაქვს ეს ცოდნა და საკუთარი მნიშვნელობა ვერ გაგვიცნობიერებია ამ საკთხში.
ქვეყანაში უნდა მოინახოს ძალა რომელიც შესძლებს ერის გაერთიანებას. ეს პროცესი პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ რადგან მათზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს უნდა მოითხოვონ ყველა პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებმა - დასრულდეს ერთმანეთის მიმართ სიძულვილის წაქეზება ტელე ეკრანებიდან და ისეთ პოლიტიკურ ფიგურებს რომლებიც ამ შუღლს აღვივებენ, არ მიეცეთ ასე ხშირად ეკრანზე გამოჩენის საშუალება. ამ პროცესში ეკლესია აუცილებლად უნდა ჩაერთოს, რადგან მისი გავლენა გაცილებით დიდია ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიისა და თუ კი ეკლესია მთლიანობაში ვერ გამონახავს ძალას ამ პროცესში ჩასართვად, მაშინ ცალკეულმა სასულიერო პირებმა უნდა ითაონ და დაიწყოს ეს პროცესი. ხმა უნდა ამოიღონ იმ სწავლულებმა რომლებიც უნივერსიტეტების კათედრებში მოკალათებულან და მის გარეთ რა ხდება არ აინტერესებთ. დროა ბატონებო! თქვენი სტატუსები - პროფესორის, აკადემიკოსისა თუ მეცნიერის, გროშიც არა ღირს თუ იმას ვერ ხედავთ რომ ერი იხლიჩება და თქვენ კი სდუმხართ და ეს დუმილი ყველაზე დიდი დანაშაულია რომელიც კი თქვენ შეგიძლიათ ჩაიდინოთ!

Комментариев нет:
Отправить комментарий