Страницы

среда, 3 сентября 2014 г.

კოლაბორაციონიზმს ყოველთვის დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ (ნაწილი 7)

რუსეთ-საქართველოს აფხაზეთის ომი და აფხაზთა ეთნიკური წმენდა (1867, 1877-1878) – რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთის ანექსიის შემდეგ, თითქმის მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა პარტიზანული ბრძოლები. ყველაზე გამოჩენილ საველე
მეთაურთა შორის შეიძლება დასახელდნენ აჰმედ უბილავა (აუბლაა), შაბათ და ესშოუ მარშანიები. შედეგად, მოხდა აფხაზთა მასიური ეთნიკური წმენდა. წმენდა წარიმართა ორ ნაკადად – 1867 და 1877-1878 წლებში. შედეგად, 50 ათასზე მეტი აფხაზი იძულებით გასახლებულ იქნა ოსმალეთის იმპერიაში. ეთნოწმენდის შედეგად, აფხაზეთის უდიდესი ნაწილი გაუკაცრიელდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს მოვლენები მოიხსენიება როგორც მუჰაჯირობა, თუმცა აღნიშნული ტერმინი არ შეესაბამება მოვლენათა არსს. არაბული სიტყვა მუჰაჯირ (مُهَاجِرٌ) ისლამის მიმდევრობის მიზნით ნებაყოფლობით გადასახლებულ პირს აღნიშნავს, თუმცა გადასახლებულ აფხაზთა შორის ისლამის მიმდევრების გარდა იყვნენ როგორც ქრისტიანები, ასევე აფხაზური ტრადიციური რელიგიის მიმდევრებიც. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი სეპარატიზმის იდეოლოგები აფხაზთა ეთნიკური წმენდის ინიციატორებად ქართველებს ასახელებენ, თუმცა იმდროინდელი ქართული პატრიოტული ელიტა სოლიდარობას უცხადებდა აფხაზებს.



აჭარაში ქართველთა ეთნოწმენდა (1877-1878) – აჭარის ოსმალეთის იმპერიისგან განთავისუფლების შემდეგ რუსეთის იმპერიამ მიზნად დაისახა რეგიონის მოსახლეობისგან გაწმენდა. სხვადასხვა პროვოკაციების, დაშინებისა და აგენტურული მუშაობის შედეგად აიძულა დაეტოვებინა სამშობლო. განსაკუთრებით მაჭახელას ხეობა დაზარალდა. ათიათასობით ქართველი ოსმალეთის იმპერიაში გადასახლდა.
ავტორი:

Комментариев нет:

Отправить комментарий