Страницы

суббота, 6 сентября 2014 г.

აშშ და ირანი ერთად იბრძოლებენ ISIS-ის წინაღმდეგ ერაყში!

BBC-ის ახლოაღმოსავლეთის ბიუროსთვის ცნობილი გახდა რომ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ჰომენეი, დათანხმდა აშშ-სთან ერთად ირანული სპეცდანიშნულების რაზმების გამოყენებას ერაყში ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ასეთი გადაწვეტილება გამოცემის წაყროს
მიხედვით, ირანის სულიერმა ლიდერმა მას შემდეგ მიიღო რაც აშშ-ს საჰაერო დარტყმებმა ქალაქ ამერლიზე სახმელეთო ოპერაციას ხელი შეუწყო და ქალაქის ალყა გარღვეული იქნა. გავრცელებული ინფორმაციით აშშ-სა და ირანის წარმომადგენელთა შეხვედრა უკვე გაიმართა, ქურთების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ირანის მხრიდან ISIS-ის წინაღმდეგ ოპერაციას კასიმ სულეიმანი ხელმძღვანელობს. სულეიმანი უკვე დიდი ხანია ერაყის ტერიტორიაზეა. ინტერნეტში სურათებიც გავრცელდა როდესაც ის ბაღდადის დამცავი ზღუდეების გამაგრებას ხელმძღვანელობდა.
აშშ-მ განაცხადა რომ სახმელეთო ჯარების შეყვანას არ გეგმავს ერაყის ტერიტორიაზე და მხოლოდ საჰაერო დარტყმებით დაეხმარება ერაყულ, ქურთულ და ირანულ სახმელეთო ძალებს. აშშ ასევე იარაღით დაეხმარება ქურთებისა და ერაყის არმიას. 
ირანიც და აშშ-ც თანხმდებიან რომ ახლოაღმოსავლეთის ყველაზე დიდი საფრთხე მოცემულ მომენტში ISIS-ია და თვლიან რომ ამ საფრთხის წინააღმდეგ ერთად უნდა იბრძოლონ. ეს პრაქტიკულად სენსაციაა რადგან, ირანსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1980 წელს შეწყდა და მას შემდეგ მუდმივ კონფრონტაციაში არიან ერთმანეთთან.  
  ზოგადად კარგია ასეთი ერთობა რადგან ხელს შეუწყობს ირანსა და აშშ-ს შორის ნდობის გაღრმავებას. ასევე ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ურთიერთობას და ახალი შეხების წერტილების გაჩენას, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპრაკებებს უფრო რაციონალურს გახდის.

Комментариев нет:

Отправить комментарий