გუშინ მინსკში ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეათანხმებას, უკრაინის საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა და საერთაშორის საზოგადოებამ როგორც წინ გადაგმული ნაბიჯი ისე გამოაცხადა, თუმცა გამოცხადებისთანავე ცხადი იყო რომ ეს შეთანხმება დაირღვეოდა. ამაზე მეტყველებდა ის განცხადებები რომელიც ორივე მხრიდან კეთდებოდა. ასევე ამაზე მეტყველებდა
ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება რომ NATO-ს სამიტზე, უკრაინასა და ალიანსს შორის მიღწეული შეთანხმებები, ხელს შეუშლის სამშვიდობო ინიციატივის განხორციელებას.
ყველასთვის ცხადი იყო რომ ცეცხლის შეწყვეტა ორივე მხარეს სჭრიდებოდა, ელემენტარულად შესვენებისთვის და ძალების აღსადგენად. უკრაინელი სამხედრო ექსპერტები აცხადებდნენ რომ ასეთი შესვენება აუცილებელი იყო უკრაინული არმიის გადაჯგუფებსითვის და რუსული მაშტაბური შემოტევის მოგერიების მზადებისათვის.
დღის განმავლოაბში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ. კიევის დროისთი 14:00სთ-ზე დონეცკიდან ადგილობრივები იტყიბინებოდნენ რომ მძიმე შიარაღების სროლის ხმების ისმოდა ქალაქის გარეუბნებთან. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია რომ სეპრატისტებმა ათჯერ დააღვიეს შეთანხმება. ასევე ბატალიონი აიდარის პრესსპიკერმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა რომ ბატალიონის ერთი ნაწილი, რუსული სპეცდანიშნულების რაზმის ჩასაფრებაში მოჰყვა, მისი თქმით ყველა მოხალისე დაიღუპა. მოგვიანებით კი ბატალიონ "აიდარის" წევრებმა ჩასაფრების ადგილიდან ფოტო მასალა გაავრცელეს. ფოტოებზე ასახულია რუსული სპეცდანიშნულების რაზმის განადგურებული კოლონა და სამხედრო მოსამსახურეები, რომებიც ჩასაფრებაში მოყოლილთა დასახმარებლად მისულმა ბატალიონის დანარჩენმა ნაწილმა გაანადგურა:




Комментариев нет:
Отправить комментарий