სომხურ ინტენეტ გამოცემა Yerkramas.org-ზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით "ფრანგი პარლამენტარები ჯავხკს ეწვევიან". სტატია ეძღვნება ფრანგ პარლამენტართა ვიზიტს სომხეთში, რომელსაც საოციალსტთა ფრაქციის ლიდერი ბრუნო ლე რუ
ხელმძღვანელობდა. სტატიაში საუბარია იმაზე რომ სომხებსა და ფრანგებს მრავალსაუკუნოვანის ახლო ურთიერთობა აქვთ და მათი საერთაშორის მხარდაჭრის ფლაგმანი, სწორედ რომ საფრანგეთია. ბრუნო ლე რუ დაჰპირდა სომხებს რომ 2015 წლის სომეხთა გენოციდის აღსანიშნავ ღონისძებებს ეწვეოდა. თავის მხრივ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა გალუსტ სააკიანმა სთხოვა ფრანგ პარლამენტარებს რომ 2001 წელს მიღებული კანონი, სომეხთა გენოციდის უარყოფის შესახებ, ქმედითი გამხდარიყო რაზეც ფრენგი პარლამენტარი დაჰპირდა რომ ეს ასეც იქნებოდა მას შემდეგ რაც მიღებული იქნება კანონი ზოგადად გენოციდის არაღიარებსი დასჯის შესახებ.
სტატიის ბოლო კი მხოლოდ ერთი წინადადებით ხაზგასმულია - "ლე რუმ აღნიშა რომ პირველ რიგში ის გეგმავს ჯავახეთში ჩასვლასა და ჯავახელი სომხების პრობლემების გაცნობას?!" არავითარი წინაპირობა თუ რამ ათქმევინა ასეთი რამ ბატონ ბრუნო ლე რუს, არ არის მოყვანილი სტატიაში მაგრამ მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს საკითხი მას ან მრჩეველმა მიაწოდა ან თავად სომხების პარლამენტის სპიკერმა. ყოველივე ეს კი ნათელს ჰფენს სომხების საკითხისადმი დამოკიდებულებას. მიუხედავად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მჭიდრო კავშირებისა სომხეთის ხელისუფლებასთან, ისინი არ სთმობენ თავის პოზიციებს და ჯავახეთს როგორც ქართველების მიერ "ოკუპირებულ" ტერიტორიებს ისე ასაღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია რატომ უნდა დასჭირდეთ სომხებს ჯავახელი სომხების პრობლემების გაგებისთვის ფრანგი პარლამენტარების ჩარევა.
არა მგოინია (იმედი მაქვს) საქართველოს შესაბამის სამსახურებს ეს განცხადება ყურადღებიდან გამოჰპარვოდათ მაგრამ საჭიროა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბატონ ბრუნოს პასუხი მოსთხოვოს თუ რას გულისხმობდა "ჯავახელი სომხების პრობლემებში" და რატომ გაკეთდა ეს განცხადებები ერევნიდან. ან უნდა გაირკვეს ოდესმე მაინც თუ დაინტერესებულა ბატონი ბრუნო ამ პრობლემებით და შესაბამისი ინტერესი თუ გამოუთქვამს საქართველოს ხელისუფლებისათვის? თუ არა როგოც მინიმუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნდა გააპროტესტოს ფრანგი პარლამენტარების საქართველოს შიდა საქმეებში ასეთი უცერემონიო ჩარევა.
ეხლა დუმილი მომავალში რით დაგვიბრუნდება ღმერთმა უწყის. ჩახალიანების მსგავსი არამზადების იქ დაუსჯელი ბოგინი და ევროპელი პარლამენტარებისთვის საკითხის ისე მიწოდება როგორც ეს სომხებს სჩვევიათ, კარგს არაფერს გვიქადის მომავლაში!

Комментариев нет:
Отправить комментарий