Страницы

среда, 3 сентября 2014 г.

ISIS-ის კავკასელი მებრძოლები პუტინს ემუქრებიან! (ვიდეო/video)

ISIS-ის მებრძოლებმა სირიის პროვინცია რაკკაში, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დიდი სახმედრო ბაზა აიღეს. მათ ხელში მოხვდა საარტილერიო დანადგარები, ჯავშანტექნიკა და ბომბდამშენები. მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი რომელშიც ისლამისტი მებრძოლები ჩეჩნეთისა და კავკასიის რუსული
ოკუპაციისგან განთავისულფებით იმუქრებიან, სწორედ ამ ბაზაზე ერთერთ ბომბდამშენის კაბინაშია გადაღებული.
რუსეთის სპეცსამსახურები და შესაბამისად სამხედრო ექსპერტები უკრაინის კრიზისის დაწყებმადე, საჯაროდ და აქტიურად განიხილავდნენ სირიის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, იქ მებრძოლი კავაკსიელებისგან მომდინარე საფრთხეს.  რუსულ პრესაში იწერებოდ არომ საკმაოდ სერიოზული საბრძოლო გამოცდილება მიღებული მებრძოლები დაბრუნდებოდნენ კავკასიაში და ბრძოლას გააჩაღებდნენ ფედერეალური ძალების წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით მაშინ რუსი სამხედრო ექსპერტები საქართველოს საზღვრებთან გამაგრებას ითხოვდნენ, რადგან მიაჩნდათ რომ ბოევიკების, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემავალი კავკასიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე მოხვედრა, სწორედ საქართველოდან მოხდებოდა. რუსი ექსპერტების განცხადებებით ეს ბოევიკები ერაყსა და თურქეთში გადადიან და შემდეგ უკვე საქართველოს გავლით ხვდებიან სამხრეთ კავკასიურ რესპუბლიკებში.
საგულსიხმოა რომ სწორედ ამ საკითხის აქტიური განხილვების შემდეგ გაჩნდა ცნობები, თბილისის აეროპორტში ერაყის მოქალქეების მიმართ განსაკუთრებულად ცუდად მოპყრობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. ქართულ პრესაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ინფორმაცია რომ თბილისის აეროპორტში ერაყიდან ჩამოსულ ადამიანებს უსაფუძვლოდ აკავებდნენ და ყოველგავრი ახსნა განმარტების გარეშე უკან აბრუნებდნენ:

Комментариев нет:

Отправить комментарий