კრიმინალის ზრდის თემასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟსა და განხილვას, რა შეიძლება დაუპისპიროს შსს-მ? სტატისტიკის გამოქვეყნებამ არ უშველა, რადგან ის სანდოობას არ იმსახურებს. ასეთი უნდობლობა კი იმან გამოწვია რომ ყოველდღიურ
საინფორმაციო სივრცეში, განსაკუთრებულად შეინიშნება სხვადასხვ კრიმინალური ხასიათის და მათ შორის მძიმე დანაშაული შემცველი ინფორმაციის მატება. წინა ხელისუფლებისთვის დანაშაულის სტატისტიკის დამალვის ლოგიკასაც ვერ ვხდები - იმ ფონზე როდესაც ამბობდნენ რომ ასიათასობით პატიმარი იყო და არასოდეს, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ოპოზიციაში ყოფნისას, ამ მიმართულებით პრეტენზია არ გამოუთქვამთ, დღეს ამის დაბრალება ცოტა არ იყოს უხერხულია. თანაც იმ პატიმრების რაოდენობის გამართლებისთვის წინა ხელისუფლათ არანაირად არ აწყობდათ დანაშაულის სტატისტიკის დამალვა.
მიუხედავად მთელი ამ პოლემიკისა შსს-მ უნდა გადადგას რაღაც ნაბიჯი, რათა დააწყნაროს აღშფოთებული საზოგადოება და ამისათვის მხოლოდ მინისტრის გადადგომა არ იქნება საკმარისი. საჭირო იქნება რაღაც ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ამისთვის კი სავარაუდოდ იმ პოლემიკის გათვალისწინებით რომელშიც შსს საზოგადოებასთან შევიდა, პროგნოზები არც თუ სახარბიელო შეიძლება იყოს.
კერძოდ, ქალაქის ქუჩებში მოიმატებს ე.წ. "კრიმპოლის" მუშაკების რაოდენობა. დაბურულ შუშებიანი "შკოდები" ამოძრავდებიან ქალაქში და ყველა ახალგაზრდა მამაკაცი მათი "საფუძვლიანი ეჭვის" ობიექტი შეიქმნება. იმ სურთიდან გამომდინარე კი, თუ როგორ იქცევიან პოლიციელები ბოლო დროს და ასევე იმის გათვალსწინებით რომ წინა ხელისუფლების მიერ გაყრილი მრავალი პოლიციელი დაუბრუნდა სისტემას, ახალგაზრდებისთვის საერთოდ კოშმარი იქნება ქუჩაში გამოსვლა. არც ის არის გამორიცხული რომ რეიდები დაუბრუნდეს თბილისს და სხვა შარაგზებს.
ისე მოხერხება უნდა ამხელა საზოგადოებრივი ნდობის დაკარგვას და აღშფოეთებამაც ცოტა არ იყოს დაიგვიანა. საზოგადოება მაშინ უნდა აღშფოთებულიყო რედესაც, მასობრივი ამინისტიის ფონზე ასეთი მინისტრის დანიშვნის შესახებ შეიტყო. ნუ თუ დანიშვნისთანავე არა, მას შემდეგ მაინც რაც გაიგო რომ ეს მინისტრი ყოვლად შეუსაბამოა ამ თანამდებობისათვის. მაშინ უნდა მოეთხოვა საზოგადოებას გაეგო თუ ვინ მართავდა რეალურად შსს-ს და რა კომპეტენციისა ეს ედამიანი.
ასეთი საკითხები პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით არ უნდა ირჩეოდეს, შსს და თავდაცვა ეს ისეთი საკითხებია რომელიც ყოველ ჩვენთაგან, მიუხედავად პოლიტიკური სიმპატიისა თუ ანტიპატიისა, ერთნაირად გვეხება და განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. კრიმინალმა არ იცის პოლიტიკური სიმპატიები და დანაშაულს იმის მიხედვით არ იდენენ თუ ვინ არის ხელისუფლებაში.
მოვემზადოთ რომ ამ თემის გაგრძელება იქნება უმარავი აღმაშფოთებელი ფაქტი, ახლგაზრდების მიმართ შეუარწმყოფელი ქმედებისა, უმიზეზოდ დაკავებების და ნარკოლოგიურ ცენტრებში გადაყვანის "საფუძვლიანი ეჭვის" საფუძველზე...
ისე კი პოლიცია დანაშაულის გახსნით კი არ უნდა იწონებდეს თავს, არამედ მისი პრევენციით!!!

Комментариев нет:
Отправить комментарий