Страницы

среда, 3 сентября 2014 г.

რუსულ-აფხაზური ბლოკი სამმხრივი ხდება - ოსებმა მიერთების სურვილი გამოთქვეს!

სეპარატისტების ახლად არჩული, ე.წ. პრეზიდენტის ხაჯნბას პუტინთან ვიზიტის შემდეგ გახმოვანებულ ინიციატივას, ერთობლივი შეიარაღებული და ძალოვანი სტრუქტურების შემქნის შესახებ,
რომელსაც რუსულ მედიაში "უსაფრთხოების ერთიანი კონტური" შეარქვეს, ოსი სეპარატისტებიც უერთდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "ИЗВЕСТИЯ" ავრცელებს. აფხაზმა სეპარატისტებმა დაადასტურეს ინფორმაცია ოსი სეპარატისტების ე.წ "ელჩთან" მიმდინარე მოლაპრაკებების შესახებ და აცხადებენ რომ განიხილება ამ შეთანხმებაში ოსი სეპარატისტების ჩართვაც.

რუსულ მედიაში ხაზგასმულია რომ რუსულ-აფხაზური ერთიანი უსაფრთხოების კონტური, NATO-ს მსგავსად და NATO-სთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით იქმნება.
გასაგებია რომ აქ NATO-ში იგულისხმება საქართველო და იმ ბოლო განცხადებების საპასუხოდ კეთდება, რომელიც აშშ-ს მხრიდან ისმის და გულისხმობს საქართველოს, უკრიანისა და მოლდოვეთისთვის სტრატეგიული პარტნიორის სტატუსის მინიჭებას.
 როგორც ჩანს სეპრატისტებმა გადაწყვიტეს მხარი დაუჭირონ რუსეთს NATO-ს წინააღმდეგ ბრძოლაში და ასეთი ფორმით ცდილობენ მასთან გაერთიანებას. ოსი სეპარატისტების უფრო შორს არიან წასულები, ისინი რუსებს "უკრიანელი ფაშისტების" წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებიან და ნამდვილად იმსახურებენ რუსულ-სეპარატისტულ ბლოკში გაწევრიანებას.  სეპარატისტების გულისტკივილს, "ОДКБ"-ში ვერ გაწევრიანების შესახებ, იმის გამო რომ ამ გაერთიანების წევრებს, მათი დამოუკიდებლობა აღაირებული არ აქვთ, ასეთი გადაწყვეტა მოუძებნა რუსეთმა.
სინამდვიელში კი ხდება ის რომ რუსეთის საზღვრები გადმოდის სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან და საბოლოო ანექსირება ხდება საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის!

Комментариев нет:

Отправить комментарий