რუსულ მედიაში წერენ რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსეთის სამხედრო დოქტრინაში შევა გარკვეული ცვლილებები, რომელიც მისცემს რუსეთს უფლებას პირველმა გამოიყენოს ბირთვული არაღი. თავად
რუსი ექსპერტები აღნიშნავენ რომ ეს დოკუმნეტი რეალურ გავლენას არ ახდენს ქვეყნის პოლიტიკაზე თუმცა დეკლარირებულ დონეზე მაინც მნიშვნელოვანია ასეთი ჩანაწერის გაკეთება.
რუსეთის სამხედრო დოქტრინის წინა რედაქციებში რუსეთი ამბობდა რომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებდა ბირთვულ იარაღს. 2008 წლის საქართველოსთან ომის შემდეგ დოქტრინაში გაჩნდა ჩანაწერი რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი, მხოლოდ ეროვნული ინტერესებისთვის უკიდურესი საფრთხის დადგომის შემთხვევაში. წელს კი რუსეთი საკუთარ თავს ანიჭებს პრევენციული ბირთვული დარტყმის მიყენების უფლებას. რუსები არც მალავენ რომ ასეთი ცვლილების შეტანა უკრაინაში შექმნილმა მდგომარეობამ გადააწყვეტინათ. ასევე იგეგმება რუსების მხრიდან ზოგიერთი, მათი აზრით ბირთვული შეიარაღების საკითხში შემზღუდავი შეთანხმებებიდან გასვლაც, რის შემდეგაც განაახლებს საშუალო და შორი რადიუსი მოქმედების რაკეტების წარმოებას.
ზოგიერთი სამხედრო ექსპერტის აზრით დოქტრინაში ასევე შეტანილი იქნება NATO-ს სტატუსის განმსაზღვრელი ფორმულირება. რომელიც გულისხმობს ალიანსის როგორც რუსეთისათვის მთავრი სამხედრო საფრთხის სტატუსის მინიჭებას.
ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის მხრიდან არაერთხელ გაისმა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. მათ შორის უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გალათეიმ განაცხადა რომ არაოფიციალური არხებით მათ რამდენჯერმე მიიღეს რუსეთის მუქარა ტაქტიკური ბირთვული აიარაღის გამოყენების შესახებ, თუ არ შეწვეტდნენ წინააღმდეგობის გაწევას.
რუსეთი ასეთ განცხადებებით მთელს მსოფლიოს აშანტაჟებს და აიძულებს მათ შესაბამისი ზომები მიიღონ. ყოველი ასეთი განცხადება სულ უფრო აახლეობს მაშტაბურ ომს რუსეთის წინააღდმეგ და ამ ომის გაჩაღებაში რუსეთი ვერავის დაადანაშაულებს რადგან, ბირთვული მუქარა მას არცერთი ქვეყნის მხრიდან არ მიუღია.

https://www.youtube.com/watch?v=bW2L4om7hb8&list=UUTVA_fFcIH98qV3OPhnWg-A
ОтветитьУдалить