Страницы

вторник, 9 сентября 2014 г.

რუსებმა ხმელთაშუა ზღვიდან ბალისტიკური რაკეტის სტარტი დააფიქსირეს!

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არმავირის (კრასნოდარის მხარე) ანტისარაკეტო რადიოლოკაციური სადგურიდან, ხმელთაშუა ზღვაში ბალისტიკური რაკეტის სტარტი დააფიქსირეს. რუსების განცხადებით
ობიექტს აკვირდებოდნენ 40 წამის განმავლობაში. მათი თქმით რაკეტა თელავივის სამხრეთით, 300 კმ დაშორებით ჩამოვარდა.
ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა გენერალმა იგორ კონაშენკოვმა გაავრცელა. მისი განცხადებით - "სტარტი განხორციელდა ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ ნაწილიდან დღეს, მოსკოვის დროით 12:31 სთ-ზე".
სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსული მედიის მტკიცებით მოცემულ მომენტში, მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება. არ არის ცნობილი თუ რომელი სახალმწიფოს კუთვნილი ხომალდიდან მოხდა გასროლა და რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე იყო სამიზნე.
რუსული წყაროების გარდა ჯერ ინფორმაცია აღნიშულის შესახებ, არცერთ  დასავლურ თუ საერთაშორისო სააგანტოს არ გაუვრცელებია.

Комментариев нет:

Отправить комментарий