Страницы

вторник, 9 сентября 2014 г.

ყაზახეთი ევროკავშირთან დაახლოებისათვის მკვეთრ ნაბიჯებს დგამს!

მიმდინარე წლის 8 საქტემბერს, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერლან იდრისოვმა შეხვდერა გამართა ევროპის ქვეყნების ელჩებთან. ყაზახური პრესის მიხედვით, შეხვედრა ევროპასთან "გაფართოებული თანამშრომლობის შეთანხმების"  გაფორმების პროცესის დასრულებას
უკავშირდებოდა. ადგილობრივი მედიი ინფორმაციით ყაზახეთი და ევროკავშირი პრაქტიკულად შეთანხმებულები არიან თანამშრომლობის საკითხებზე, საჭიროა მისი რატიფიცირება და ის მაშინვე ამოქმედდება როგოც კი ყაზახეთი "მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის" წევრი გახდება. შეხვედრას ასევე ეწსრებოდა ყაზახეთის ეკონომიკური ინტეგრაციის მინისტრი ჟანარ აიტჟანოვა, რომელმაც განაცხადა რომ ყაზახეთისთვის ევროიკავშირი ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მისი მონაცმებით 2013 წელს ევროაკვშირსა და ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვამ 53,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო 2014 წლის იანვარ-აპრილის მონაცემების 19 მილიარდი აშშ დოლარი. ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა, ყაზახეთის საგარეო ვაჭრობის მთლიანი მოცულობის 53,7%. ამავე დროს ყაზახეთში უცხოური ინვესტიციების 47% ასევე ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციისა და გაეროს უშიშროების საბჭოში, ყაზახეთის არამუდმივი წევრის სტატუსით შესვლის საკითხები.
 რა თქმა უნდა აღნიშვნის ღირსია ის რომ ყაზახეთის დასაველთის მიამრთულებით გააქტიურება, რუსეთისადმი სანქციების დაწესების ფონზე მიმდინარეობს და ერთგვარი უთანხმოება შიეინიშნება მოსკოვსა და ასტანას შორის.  ამავე დროს რუსეთი, ყაზახეთსა და ბელორუსიას თავის ნიმერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორებს უწოდებს და 2015 წლის პირველი იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს ევრაზიული კავშირის შექმნის დოკუმენტი, რომელსაც ხელი 2014 წლის მაისში ყაზახეთში ქ. ასტანაში მოეწერა. 
ცოტათი უფრო ადრე ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. აღნიშულ გამოსვლაში ნაზარბაევმა ასევე უჩვეულოდ ვრცლად ისაუბრა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე. 
 პუტინისა და ჟირინოვსკის ანტიყაზახური გამოხტომის შემდეგ, შეიმჩნევა ყაზახელის დიპლომატების აქტიურობა დასავლეთის მიამრთულებით. აქტუალური გახდა ასევე ყაზახეთის ის რეგიონები, რომლებიც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობით არის დასახლებული და რომელიც უკრაინის მსგავსად, რუსეთს ესაზღვრება. ამ რეგიონებში აქტიურად მოქმედებს რუსეთის საპატრიარქოს სახელით, სხვადასხვა სახის რუსული ორგანიზაციები, რომლებიც რუსულენოვან მოსახლეობაში სეპრატიზმს აღვივებენ. 
 რუსეთისათვის ევრაზიული კავაშირიდან ყაზახეთის დაკარგვა პრაქტიკულად ამ კავშირის შინაარსის დასამარება იქნება და სავარაუდოდ ბელორუსიაც იგივე გზას დაადგება, რომელსაც ყაზახეთი ადგას.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის სამხედრო მანევრები რომელიც პლანეტის ამ წერტილში ფიქსირდება. ჯერ იყო და რუსეთმა ჩაატარა ფართომაშტაბიანი წვრთნები, ყაზახეთის საზღვრების სიახლოვეს. ბოლო რამდენიმე დღე კი ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის საზღვრებისაკენ ჩინეთის არმიის გადაადგილების შესახებ. უნდა აღნინშნოს რომ ყაზახეთისთვის სეპრატისტული მოძრაობების შექმნით რუსეთი რისკავს ჩინეთთან ურთიერთობის გაფუჭებით. ჩინეთსა და ყაზახეთს საკმაოდ მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ჩინური წამროებისათვის საჭირო ნედლეულიც უხვად მოიძებნება ყაზახეთში. პოლიტიკური კონსტრუქციით კი ყზახეთი ჩინეთთან უფრო ახლოს არის ვიდრე რუსეთთან და ეს კიდევ ერთი ფაქტორია რატომაც შეიძლება ნაზარბაევმა ჩინეთის პოლიტიკის მიბაძვა სცადოს და არ აჰყვეს რუსეთს, მთელ დასავლეთ ცივილიზაციასთან დაპირსპირებაში.  

Комментариев нет:

Отправить комментарий