ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა ფორმალურად დაამტკიცეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი, თუმცა მისი ამოქმედება რამდენიმე დღით გადაიდო. გავრცელებული ინფორმაციით სანქციათა ამოქმედების გადადება მოხდა, უკრაინასა და რუსეთს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო.
ევროკავშრის პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, სანქციების ამოქმედების გადადება საშუალებას მისცემს ევროკავშირს, დააკვირდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესს და თუ შეთანხმება დარღვეული იქნება, მაშინვე ამოქმედდება დამტკიცებული სანქციები, ნაწილობრივ ან მთლიანად, იმისდა მიხედვით თუ როგორ მოქმედებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ სანქციების დაუყოვნებლივ ამოქმდებას ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო ეწინააღდეგებოდა, მათ შორის ფინეთი. ფინეთის პრემიერმინისტრმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა რომ ახალი სანქციებისთვის ეხლა არ არის ხელსაყრელი დრო და ფინეთი შიშობს რომ რუსეთის საპასუხო ნაბიჯები, ფინეთის ეკონომიკას დააზარალებს.
დღეს დილით ვაშინგტონიდან გაისმა მოწოდება ევროკავშირის ლიდერებისადმი რომ სასწრაფოდ აამოქმედონ რუსეთის წინააღმდეგ დამტკიცებული სანქციები, რადგან რუსეთის ქმედებები უკრაინის მიმართ, მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, აგრსიულია და ამისათვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. აღსანიშნავია რომ ამჯერად განცხადებები ვაშინგტონში უსაფრთხოებსი ნაციონალური საბჭოს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა, რაც საკითხის მნიშვნელობაზე მიუთითებს.
განცხადებები გააკეთა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რომელმაც ერთერთ გერმანული ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რომ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა კვალავ გახდეს დასავლეთისთვის პარტნიორი. ასევე განაცხადა რომ ის ინარჩუნებს ურთიერთობას რუსეთის პრეზიდენტთან, რადგან უნდა არსებობდეს დიალოგის შესაძლებლობა თუმცა აუცილებლად მიიჩნევს სანქციების დაწესებას. რუსული შეიარაღება და მებრძოლები კვლავ რჩებიან უკრაინის ტერიტორიაზე და კვლავ ეხმარებიან ტერორისტებს უკრაინელი ძალოვნების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე მერკელის განცხადებით ის რასაც რუსეთი დღეს ახორციელებს უკრაინაში, როგორც აღმოჩნდა დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებს და ეს კიდევ უფრო ამძიმებს რუსეთის მდგომარეობას.
საოცარია ის რომ ამ ყველაფერთან ერთად, ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რუსეთის საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში არაერთხელ შეიყვანის შესახებ და ეჭვობენ რომ მან მიღწეული შეთანხმება ამჯერად მაინც ბოლომდე დაიცვას. მიუხედავად ამისა კი მკვეთრი და ქმედეითი ნაბიჯების გადადგმას აჭიანურებენ. ისიც ფაქტია რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დარღვეულია უკვე დიდი ხანია. ამის დამადასტურებელი ვიდეო და ფოტო მასალა ვრცელდება სოციალურ ქსელებში. ცეცხლის შეწყვეტა ირღვევა არა მხოლოდ ცალკეული ტერორისტული დაჯგუფებების მიერ, არამედ რუსეთის არმიის მიერ გაგზავნილი საარტილერიო ბატარიების მხრიდან, რაც ქმნის შთაბეჭდილებას რომ რუსული მხარე საერთოდ არ აპირებს შეჩერებას და ბოლომდე ცდილობს თავისი გეგმის განხორციელებას. იმისათვის რომ რუსეთმა გაყინოს კონფლიქტი, მას სჭირდება კიდევ ტერიტორიები და ის რაც ამჟამად აქვს დაკავებული, არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე კი ის აუცილებლად განაგრძობს აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს და საერთაშორის თანამგებრობამ რამდენიც არ უნდა ხუჭოს თვალები რუსეთის დანაშაულებზე, ბოლოს მაინც მოუწევს რეალობის გათვალსწინება და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. თუმცა დღევანდელი შესაძლებლობების ხელიდან გაშვებით, ევროპა საკუთარ მდგომარეობას იუარესებს და დღეს თუ სანქციებით შეუძლიათ რუსეთისათვის სერიუზული ზიანის მიყენება, უახლოეს მომავალში ესეც არასაკმარისი აღმოჩნდება...

Комментариев нет:
Отправить комментарий