Страницы

вторник, 9 сентября 2014 г.

უჩინმაჩინ კავკასიელთა ბატალიონი - პარტიზანული მოძრაობები უკრაინაში!

ბოლო ერთი კვირაა ურკაინულ საიტებზე ვრცელდება ისტორიები რომელშიც, ღამღამობით რუსი არტილერისტების დახოცვას შესახებ ფანტასტიკურ ისტორიებს ყვებიან. რამდენიმე დღის წინ სადღაც მოვკარი თვალი რომ დონბასის რომელიღაც
დასახლებულ პუნქტში ადგილობრივებთან შეშინებული ჯარისკაცი მივიდა, რომელიც რუსი არტილერისტი აღმოჩნდა და ადგილობრივებს მოუყვა რომ -" ვიღეეცბმა 60 კაცი მოკლეს დანებით და თავად მხოლოდ იმიტომ გადარჩა რომ ძირითადი ჯგუფისგან მოშორებით ეძინა, მინდორში.
26 აგვისტოს სოციალურ ქსელ ფეისბუკში, დარეგისტრირტდა გვერდი Добровольчий батальйон "Кавказ"-ი რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია, უკრიანის აღმოსავლეთ რეგიონებში მებრძოლი კავკასიელების შესახებ. ამ ბატალიონის ქმედებების შესახებ, რამდენიმე დღეში ინტენეტ გამოცემების გვრედებზეც მოხვდა ინფორმაცია. 
გვერდზე განთავსებული განცხადებების მიხედვით, კავკასიელთა ბატალიონში არიან ჩეჩნები, ინგუშები, დაღესეტნელები, კაბარდინები და ჩერქეზები, სულ 50 კაცი. აცხადებდნენ რომ ისინი აწარმოებენ ომს კავკასიის მთებში ოკუპანტ რუსეთთან და უკრაინაში საკუთარი თავისუფლების დასაცავად ჩავიდნენ, რადგან მათ იციან რომ რუსეთს თუ ძალით არ უპასუხე ძალადობაზე, არავითარი შეთანხმება და ხემოწერა არაფერს ნიშავს და ვერ შეაჩერებს მას. მათ კი აქვთ გამოცდილება რუს ოკუპანტთან ბრძოლის და ამიტომ გადაწყვიტეს დაეხმარნონ უკრაინელ ერს. 
ერთერთ განცხადებაში კავკასიელები აღწერენ თავის ყოველდღიურობას. მათი თქმით დღისით თავშესაფრებში იმალებიან და ღამით გადიან სანადიროდ რუს ჯარისკაცებზე. მოქმედებენ ძირითრადად მტრის ზურგში და სიჩუმის დისციპლინის დაცვით, მოულოდნელად ესხმიან თავს რუს ჯარისკაცებს. ერთერთ ბოლო განცხადებაში აცხადებენ რომ მტერი უფრო ყურადღებიანი გახდა, მათ მიერ რიგი თავდასხმების მოწყობის შემდეგ და ამიტომ მათაც შეცვალეს მოქმედების ტაქტიკა. იშლებიან უფრო პატარა ჯგუფებად და ასე ესხმიან თავს რუს ოკუპანტებს. 
კავკასიელების გარდა ბოლო კვირაში გამოჩნდა კიდევ ერთი მოხალისე პარტიზანთა ჯგუფი ხარკოვიდან. ხარკოველი პარტიზანები ძირითადად ძველი სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება ავღანათში საბჭოთა კავშრის დროს მიიღეს და ასევე მონაწილეობა აქვთ მიღებული ბალკანეთის კონფლიქტებში. ჯგუფი მცირერიცხოვანია. თავის განცხადებით არც აპირებენ გაზრდას და პოლკად გადაქცევას. მათი მიზანი მცირე ჯგუფებით მოქმედება და ძირითადად სადაზვერვო დივერდსიული ჯგუფის ფინქციას შესრულებაა. ასევე თავის მომავალი წევრებისთვის, ვისაც საკუთარი იარაღი არ აქვთ, ნაალაფარის სახით მოიპოვებენ და ურიგებენ. მოხალისე პარტიზანთა რიგებში მიიღებიან მხოლოდ ისინი, ვისაც აქვს შესაბამისი გამოცდილება სადაზვერვი/დივერსიული მოქმედებების წარმოებაში. თავდაპირველ ეტაპზე ჯგუფში იყვანენ საკუთარი იარაღის მქონე პირებს, მოგვიანებისთ კი მას შემდეგ რაც საკმარის ნაალაფარ იარაღს დააგროვებენ, გამოცდილების მქონე და იარაღის არ მქონე თადარიგის ოფოცრებსაც რომელთაც სურვილი გამოთქვს, აიყვანენ ჯგუფში. თავდაპირველი ჯგუფის წევრების ასაკი 54-65 წწ იყო.  არ გავრცელებულა ინფორმაცია დაემატათ თუ არა ვინმე ბოლო დღეებში. მათ მიერ განხორციელებული ოპერაციებიდან მხოლოდ ერთის შესახებ გვარცელდა ინფორმაცია, რომელიც მათ პირველ ოპერაციას ეხებოდა. 
 პარტიზანული მოძრაობის ჩამოყალიებების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლშიც, თუმცა ამ მოძრაობის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. ასეთი ჯგუფი მას შემდეგ შექმნა რაც რუსული არმიის შეტევა დაიწყო ნოვოაზოვსკსა და მარიუპოლის მიმართულებით. გასაგებიც არის რომ მარიუპოლელ პარტიზანებზე ინფორმაცია არ ვრცელდება, ყველაზე დიდი დაძბულობა ახლა სწორად ამ მიმართულებით არის და შესაბამისად ინფორმაციც მეტად დახურულია, მარიუპოლის თავდაცვისთვის მიმდინარე ღონიძიებების შესახებ. 
 როგორ ჩანს რუსებს ადვილი ბრძოლა არ მოუწევთ, თუ რა თქმა უნდა გადაწყვტეს შეტევის გაგარძლეებასა და ახალი ტერიტორიების ოკუპაციას. ეს ინფორმაციები რომელიც პარტიზანების შესახებ ვრცელდება, ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და თითქმის ყველა რეგიონში მიმდინარეობს პარტიზანული ჯგუფების ჩამოყალიებება/დამომზადება. მიცედავად დიპლომატიური ძალისხმევისა უკრანული საზოგადოება პარტიზანული ომისათვისაც ემზადება და ზედმეტი სულაც არ არის ასეთი მზადება. უყველამ კარგად ნახა რომ რუსეთს პარტიზანულ ომში ბრძოლა არ შეუძლია. ამის კარგი მაგალითებია ავღანეთი და ჩეჩნეთი. თუ რა თქმა უნდა რუსეთმა არ მოახერხა და არ გაყინა უკრაინის კონფლიქტი, ისევე როგორც საქარველოსა და მოლდოვეთში გააკეთა, პარტიზანებთა შეტაკებას ავერ ასცდება.


Комментариев нет:

Отправить комментарий