Страницы

понедельник, 29 сентября 2014 г.

ავღანეთს ახალი პრეზიედენტი ჰყავს! (ვიდეო/video)

ავღანეთში დასრულდა ის რამდენიმე თვიანი გაუგებრობა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს უკავშირდებოდა. დღეს გაიმართა ახლად არჩეული პრეზიდენტის აშრაფ განი ახმადზაის ინაუგურაცია.
პოლიტიკური კრიზისი ავღანეთში თითქმის ოთხ თვეს გრძელდებოდა. მიმდინარე წლის ივნისში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიმართ უნდობლობა გამოხატეს კანდიდატებმა და აცხადებდნენ რომ არჩევნები გაყალბდა. ავღანეთის საარჩევნო კომისიამ დაიწყო ბიულეტინების ახლიდან გადათვლა და იმ ბიულეტინთა შედეგებიდან ამოღება რომელიც გაყალბებული იყო, ან არსებობდა მტკიცებულება ამომრჩეველზე ზეწოლის. ამიტომაც ხელახალი გადათვლა რამდენიმე თვე გაგრძელდა და საბოლოო შედეგი ა/წ 22 სექტემბერს იქნა გამოცხადებული. 
ავღანეთის ისტორიაში, რომელსაც "იმპერიათა სასაფლაოს" უწოდებენ პირველად ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები. მიუხედავად ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესისა, ავღანეთში ვითარება კვალვ უკონტროლოა და ცენტრალური ხელისუფლება, ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილს ვერ აკონტროლებს. სახელმწიფო მოხელეებზე რომლებიც NATO-ს  კოალიციურ ძალებთან თანამშრომლობენ, თალიბანის სამიზნეები არიან და მათზე ნადირობა აქვთ გამოცხადებული. 
ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა რომ ის შესძლებს აშშ-სთან შეთანხმების მიღწევას სამხედრო კონტიგენტის ძირითადი ნაწილის გაყვანის შემდეგ, დატოვოს ქვეყანაში მცირე ნაწილი რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში უსაფრთხოების გაძლიერებას. რაც მის პროამერიკულობაზე მიუთითებს და ნიშნავს იმას რომ აშშ-ს გავლენა ავღანეთზე შენარჩუნებული იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით ავღანეთის ომის პერიოდში აშშ-მ გაწვრთნა და აღჭურვა 250 000 ავღანელი ძალოვანი, რომელთაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა ეტაპობრივად გადაეცემათ, მას შემდეგ რაც ცალკეული რაიონებიდან გამოდიან კოალიციის ჯარები. 
ანალიტიკოსთა აზრით ავღანეთში ცენტრალური ხელისუფლების ჩამოყალიბება და მისი გავლენის გავრცობა, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება, რომელიც სისიხლისღვრის გარეშე ძნელი წარმოსადგენია. თალიბანი და სხვა რადიკალური ისლამის მქადაგებელი შეიარაღებული დაჯგუფებები, ბოლომდე განეიტრალებული არ არის რაც ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ავღანეთში ნორმალური პოლიტიკური პროცესების წარმართვისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий