Страницы

четверг, 4 сентября 2014 г.

რუსეთი ყაზახეთის საზღვრებთან მაშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს!

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, ყაზახეთის საზღვრების სიახლოვეს, ალტაის მხარეში, სექტემბრის თვეში დაგეგმილი მაშტაბური წვრთნების შესახებ. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარები და
ავიაცია. გავრცელებული ინფორმაციით სულ წვრთნებში გამოყენებული იქნება 400 ერთეული ტექნიკა. მოწინააღმდეგის დიევრსიული ჯგუფების იმიტირებისათვის კი გამოყენებული იქნება რუსეთის არმისს სპეცდანიშნულების რაზმები.
ამ ინფორმაციას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მედიაში და სწავლებები დაუკავშირეს პუტინისა და ნაზარბაევის არაპირდაპირ პოლემიკას, რომელიც პუტინის განცხადებას მოჰყვა. 
აღსანიშნავია რომ ყაზახეთის რეგიონები რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ეთნიკურად რუსი მოსახლეობით არის დასახლებული და დონბასის მსგავსად, იქიდანაც ხშირად ისმის ჩივილი, მათი უფლებების დარღვევის შესახებ. ასევე აღსანიშნავია რომ ყაზახეთშიც მოქმედებს ჯგუფი, რომელსაც რუსულენოვანი მოსხლეობის დაცვისათვის საჭიროდ მიაჩნია ყაზახეთის ფედერალიზაცია. 
 უკრაინის კონფლიქტის დაწყებმდე რუსეთის არმია ასევე გააქტიურებული წვრთნებით იყო დაკავებული უკრაინის საზღვრებთან. ასეთივე სწავლებები უძღოდა წინ 2008 წელს საქართველოში შემოჭრას. 
 ასევე აღსანიშნავია რომ ყაზახეთშიც უკიდურესად ცუდი რეაქცია გამოიწვია პუტინის, ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა და სოციალურ ქსელებში დაიწყო აქცია "გაუგზავნე პუტინს ისტორიის სახელმძღვანელო". უკრაინისა და საქართველოს მსგავსად, ყაზახეთიდანაც გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქლაქეს სთხოვენ ავტომობილიდან მოაშოროს რუსეთის დროშა. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს რომ რუსეთსა და ყაზახეთს შორის ყველაფერი კარგად არ არის. 
 ყოველივე ამის ფონზე ყაზახეთის პრეზიდენტის გამოსვლა ქვეყნის პარლამენტში ბევრი ასპექტით საინტერესო იყო რადგან ნაზარბაევმა, ამ გამოსვლაში ილაპარაკა იმ რისკების შესახებ, რომელიც მის ქვეყანას ემუქრება რუსეთსა და დასავლეთს შორის სანქციათა ომით. 
ამ კონტექსტში კიდევ უფრო საინტერესოა, 3 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ყაზახეთის დელეგაციასთან შეხვედრა. სადაც განხილულ საკითხთა შორის, განხილული იყო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისა და ურთიერთ მხარდაჭერის საკითხი. როგორც ჩანს ყაზახეთმა საკუთარი საგარეო პოლიტიკის გადაწყობა დაიწყო. 
ცნობისათვის  27 აგვისტოს მინსკში გამართულ უკრაინა-რუსეთის შეხვედრაზე ნაზარბაევმა მხარი არ დაუჭირა პუტინს და განაცხადა რომ ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს ევროპასა და უკრაინას შორის თანამშრომლობაში და რომ ეს თანამშრომლობა, არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ევრაზიული და საბაჟო კავშირებისათვის.


Комментариев нет:

Отправить комментарий