ერთდროულად კავკასიონის ქედის ორივე მხარეს რუსული არმიის ტაქტიკური სწავლებები დაიწყო. გავრცელებული ინფირმციით რომელსაც ოსი სეპარატისტების მედია ავრცელებს, წვრთნებში მონაწილეობას იღებეს ყველა სახის საჯარისო შენაერთი რომელიც კი დილოცირებულია ამ ტერიტორიებზე. სატანკო, საარტილერიო, სარაკეტო,
დასზვერვითი და სპეცდანიშნულების რაზმები. სამაჩაბლოს ტერიტორიაზე წვრთნები "ზარცემის" სასწავლო პოლიგონზე მიმდინარეობს. ძირითადი აქცენტი წვრთნებისას კეთდება საცეცხელ მომზადებაზე და შესაბამისად გაიმართა სროლები, რომლის დროსაც სამხედრო მოსამსახურეებმა ისროლეს ტანკებიდან T-72A, ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80, თვითმავალი სარტილერიო დანადგარი "ГВОЗДИКА"-დან. ასევე ყუმბარმტყორცნებიდან და ნაღმტყორცნებიდან.
წვრთნებში განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ცეცხლის წარმოებას ჯავშანტექნიკის დახმარების გარეშე და უცხო, მთიან რელიეფში კოორდინირებულ მოქმედებას.
ყოველი ასეთი წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს, ჩვენი ქვეყნის მიმართ მომართული საფრთხეა, რომელსაც ადექვატური პასუხი და შესაბამისი მზადება სჭირდება. გარდა იმისა რომ საჭიროა შეიარაღებული ძალების მზადება, ასევე აუცილებელია სამოქალაქო თვადაცვის სისტემის განვითარება და პარტიზანული ბრძოლებისთვის მზადება. როგროც ვხედავთ ბოლო პერიოდისწვრთნები რომელიც კი საოკუპაციო ჯარებმა გამართეს, ითვალსიწინებს საქართველოს რეგინების გეოგრაფიას, რაც პირდაპირ მიუთითებს იამზე რომ ეს ჯარები საქართველოში ოპერაციის ცატარებისთვის ემზადებიან. ეს შეიძლება არ იყოს ხვალ მაგრამ აუცილებლად იქნება უახლოეს მომავალშ. ამ კონტექსტში გასათვალსინიბელია რომ დასავლეთ სტრქტურებში ინტეგრირება და განსაკუთრებით NATO-ს მიერ გაკეთებული განცხადებების ფონზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები პროპორციულად იზრდება.
ნუ ვიქნებით მეამიტები და ნუ დავხუჭავთ ამ საფრთეზე თვალს!

Комментариев нет:
Отправить комментарий