Страницы

среда, 10 сентября 2014 г.

რუსეთში უცხოელებზე ნადირობა გამოცხადდა!

ის რომ რუსეთში უცხოელებზე ნადირობაა გამოცხადებული, სრულიად შემთხვევით გახდა ცნობილი, ერთი უმნიშვნელო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მოსკოვში ისრაელის დიპლმატიური მისიის წარმოადგენელ ქალბატონს, ავტოსაგზაო შმეთხვევა მოუვიდა.
საგზაო პოლიციამ ის დააკავა და გამოუცხადა რომ "დიდი პრობლემები აქვს", მას შემდეგ რაც გაიგეს რომ ქალბატონი ირაელის საელჩოს თანამშრომელი და დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი იყო, განუცხადეს რომ კიდევ კარგი ამერიკელი ან ევროპელი არ ხარო. დავალება გვაქვს მათ "განსაკუთრებული ყურადღებით" მოვეპყრათო. რას ნიშნავდა "გასნაკუთრებით მოპყრობა" ალბათ გასაგებია. თუმცა მას შემდეგ რაც მორჩნენ პოლიციელები ფორმალობებს, დიპლომატს ისე ყოველი შემთხვევისთვის უთხრეს რომ შესაძლოა ისრაელიც მალე დამდგარიყო იმ ქვეყნების რიგში, ვისი მოქლაქეების მიმართაც "განსაკუთრებული ყურადღება" უნდა გამოიჩინონ.
 რომ არა ეს შემთხვევა რუსეთის პოლიციისადმი ასეთი დავალების შესახებ ცნობილი შეიძლება არც გამხდარიყო. თუმცა ძნელია დღევანდელ ინფორმაციულ სამყაროში, ასეთი მნიშვნელოვანი დირექტივის დამალვა. უნდა ითქვას რომ არც მოულოდნელი არ ყოფილა რუსეთის შიგნით, აშშ-სა და ევრიკავშირის მიმართ ასეთი დამოკიდებულება. საკმარისია რუსულ სახელმწიფო სატელევიზიო არხებს შეხედო და მიხვდები რომ პროპგანდა ცივი ომის დროინდელ სტანდარტებს დაუბრუნდა, შესაბამისად "მტრისადმი" ასეთი განწყობა ლოგიკურია და ნაცნობი. ყველას კარგად ახსოვს ის თუ როგორ ექცეოდნენ საბჭოთა კავშირში "პირსისხლიან კაპიტალისტებს". არც ამჯერად გაუჭირდებათ რუსებს იგივე ნეგატივის გაჩენა "კაპიტალისტების" მიმართ. თუნდაც იმიტომ რომ რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისევ საბჭოთა კავშირზე ოცნებობს. ასევე ფაქტია ისიც რომ რუსეთის მოსახლეობა გადაბერებულია, რაც იმას ნიშავს რომ პროპაგანდის მომხმარებელთა უმეტესობა ის ადამიანები არიან რომლებიც საბჭოთა კავშირში დაიბადნენ და გულმხურვალე კომუნისტები იყვნენ. 
 ყველაფერი ერთად აღებული კი რუსეთის იზოლაციის წინაპირობას წარმოადგენს და ამ საქმეში თავადაც წარმატებულია. მეზობლების მიმართ განსაკუთრებული აგრესიულობით დამოკიდებულების გამო, რუსეთი აუცილებლად მოექცევა იზოლაციაში და ეს მისი მოსახლეობის ყიველდღიურობაზე აისახება არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. რუსები ტყუილად ოცნებობენ საბჭოთა კავშირის დროინდელ სიკეთეებსა და სიმშვიდეზე. ის რაც მაშინ იყო მეორე მსოფლიო ომის გამოძახილი და სტალინის რეპრესიების შედეგი იყო. მაშინდელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაცა და მოსახლეობას სულ სხვა გავრი და სხვა მენტალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დღეს კი სულ სხვაა. ევრაზიული კავშირი ვერ იქცევა კონკურენტად ევროკავშირისა და NATO-სთვის, მაგრამ საბჭოთა კავშირის კომიკურ ასლად კი ნამდვილად ჩამოყალიბედება! 

Комментариев нет:

Отправить комментарий