Страницы

среда, 10 сентября 2014 г.

პოროშენკო: რუსეთმა დონბასიდან არმიის 70% გაიყვანა!

რუსული არმიის დონბასიდან გაყვანის შესახებ, დღეს კიევში გამართულ მინისტრთა კაბინეტის გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. მისი განცხადებით დაზვერვის მიერ მიწოდებული ბოლო ინფორმაციით რუსეთის არმიის 70% უკვე გაყვანილია
უკრაინის ტერიტორიიდან და განთავსებულია საზღვრის რუსულ მხარეს.
მიუხედავად პოროშენკოს მიერ გავრცელებული ასეთი ინფორმაციისა დონეცკში ამ წუთებშიც გრძელდება აეროპორტის დაბომბვა, რომელიც უკრაინელი ძალოვნების ხელშია. ასევე არ განეიტრალებულა სიტუაცია მარიოპულის მისადგომებთან და იქ დისლოცირებული შიარაღებული ფორმირებები კვლავ საბრძოლო მზადყოფნაშია რიან, რადგან არსებობს იმის ალბათობა რომ ქალქის მისადგომებთან მობილიზებულმა რუსულმა არმიამ და ტერორსტთა შენაერთებმა იერიში მიიტანონ ქალაქზე. 
 უკრანული მედიის ინფორმაციით ის რომ რუსული არმია გადის უკრაინის ტერიტორიიდან შედეგია იმ მოლაპრაკებებისა რომელიც მინსკში გაიმართა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий