ბოლო ერთი კვირის განმავლოაბში ეს უკვე მორე შემთხვევაა როდესაც სომხეთის ტავუშის ოლქში, აზარბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ნაღმზე ფეთქდებიან სამხედრო მოსამსახურეები. რამდენიმე დღის წინ საზღვრის იგივე მონაკვეთზე აფეთქდა 4 სომეხი სამხედრო მოსამსახურე. ამჯერად ნაღმზე აფეთქდა ოფიცერი ლეიტენატის წოდებით.
ინფორმაციას ოფიცრის ნაღმზე აფეთქების შესახებ, სომხეთის თავდაცვის სამსინისტროს პრესცენტრი ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით მოცემულ ფაქტზე მიმდინარეობ მოკვლევა და დეტალები არ ხმაურდება.
ზოგადად აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში სიწყნარეა, აგვისტოს დასაწყისში გამწვავებულ მდგომარეობასთან შედარებით. ერთეული შეტაკებები ხდება, თუმცა დაბალი ინტენსივობით.
დღეს NATO-ს სამიტის ფარგლებში, ნიუპორტში შეხვედრა გაიმართა აზარბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც ესწრებოდა. სამმხრივი შეხვედრის შედეგებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.


Комментариев нет:
Отправить комментарий