Страницы

суббота, 20 сентября 2014 г.

რუსეთმა ლუგანსკში ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა!

უკრაინული გამოცემა Цензор.НЕТ ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით რომ ლუგანსკის აეროდრომის შტურმისას, რუსულმა არმიამ გამოიყენა ტაქტიკური ბირთვული იარაღი. გელეტეის განცხადებით ასე რომ რომ არ ყოფილიყო უკრაინული შენაერთები არ დატოვებდნენ და ვერც
მოწინააღმდეგე აიძულებდა დაეტოვებინათ ლუგანსკის აეროდრომი, რომ არა გამოყენებული ბირთვული ჭურვები. მინისტრის განცხადაბით გამოყენებული იქნა 3ВБ4 და 3ВБ11 ჭურვები, რომელთა აფეთქების ძალა 2 კილოტონის სიმძლავრის, ანუ 2 ტონა ტროტილის ექვივალენტურია. ჭურვების გასროლა კი თვითმავალ ნაღმტყორცნიდან 2C4 "Тюлъпан"-ის გამოყენებით მოხდა. მინისტრის თქმით აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ ხუთ სართულიანი შენობა, რომელიც აეროდრომის ტერიტორიაზე იდგა მთლიანად, ფუნდამენტამდე განადგურდა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი შიშობს რომ იგივე ჭურვების გამოყენების საფრთხე არსებობს, დონეცკის აეროდრომის შემთხვევაშიც, რადგან რუსული და ტერორისტული შეიარაღებული ფორმირებები, ვერაფრით ვერ ახერხებენ აეროდრომზე გამაგრებული, უკრაინელი მებრძოლების წინააღმდეგობის გადალახვას და მის დაკავებას. 
 რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ-სთან 1987 წელს გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან გაიტანა საშუალო და მცირე მანძილებზე სასროლი ტაქტიკური ბირთვული ჭურვები, რომლებიც უნდა განადგურებულიყო. რუსეთმა კი განადგურების ნაცვლად ისინი ხანგრძლივი შენახვის რეჟიმით დაასაწყობა და ეხლა სწორედ ამ არსენალიდან გამოტანილ ჭურვებს იყენებს, უკრაინული არმიის წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო შეთანხმების დარღვევაა. 
 აღნიშულის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტ რომან ბოჩკალასთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და ასევე გადასცა ის დოკუმენტები, რომელშიც აღრიცხულია საბრძოლო მასალები, რომელიც რუსეთმა უკრაინიდან გაიტანა და უნდა გაენადგურებინა, თუმცა როგორც ირკვევა ისინი არ განადგურებულა და ამავე დოკუმენტებში მითითებულია თუ რომელ არსენალებში ინახება და რა რეჟიმით.
 რუსეთის მხრიდან ტაქტიკური ბირთვული ჭურვების გამოყენება თუ დადასტურდა (და სავარაუდოდ დადასტურდება, რადგან უკრაინის თავდაცვის მინისტრი სანდო წყაროა და რადგან ასეთი განცხადება გააკეთა, ესეიგი შესაბამისი მტკიცებულებებიც გააჩნია), რუსეთის მიმართ მკვეთრი ნაბიჯები ექნება გადასადგმელი საერთაშორისო საზოგადოებას. არ შეიძლება რუსეთის ქმედებები ასე დაუსჯელი დარჩეს, მით უმეტეს როდესაც ლაპარაკია აკრძალული იარაღის გამოყენებაზე და მით უმეტეს ბირთვულ იარაღზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий