Страницы

суббота, 20 сентября 2014 г.

უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის ზონაში ვითარება მკვეთრად გაუარესდა!

მიუხედავად მხარეებს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიოენბში მდგომარეობა მკვეთრად გაუარსდა. უკრიანული მედია იტყობინება რომ ცეცხლის განახლება თითქმის ყველა მიმართულებით მოხდა. დილიდან გავრცელდა ინფორმაცია რომ დონეცკში ძლიერი აფეთქება მოხდა, რომლის ხმაც ქალქიდან 40კმ-ში ისმოდა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით აფეთქება მოხდა იმ ადგილას, სადაც ადრე ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებდნენ და იქვე ახლოს, ყოფილ ბეტონის ქარხანაში, ტერორისტებს მოწყობილი აქვთ საკუთარი ტექნიკის სარემონტო საამქრო. არ გამოირიცხება უკრაინელ დივერსანტთა აქტივობაც, უკრაინული პრესის ვარაუდით, მათი ნამოქმედარიც შეიძლებ იყოს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ ტერორისტებმა და რუსული არმიის შენაერთებმა ცეცხლი გახსნეს ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებთან - ნიჟნეტეპლოე, სჩასტიესა და სტანიჩნო-ლუგანსკის მიმართულებით. ხოლო დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე - გრძელდება დონეცკის აეროპორტის შტურმი რომელსაც უკრაინული არმია აკონტროლებს. სამხედროთა განცხადებით შეინიშნება აეროპორტის მიმართულებით საარტილერიო დანადგარებისა და მძიმე ტექნიკის გადაადგილება, რომელიც სავარაუდოდ აეროდრომის შტურმში ჩაერთვება. გარდა თავად ქალაქ დონეცკისა, ტერორისტებმა და რუსებმა ცეცხლი გახსნეს შემდეგ დასახლებულ პუნქტებთან - ტრუდოვსკი, გრანიტნოე, კრასნაგაროვკა, ნოვი სვეტი, ნოვოსელოვკა, კრინკი, ავდეევკისა და ნოვომიხაილოვკისთან. 
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით საპასუხო ცეცხლით განადგურებული იქნა ოცამდე ტერორისტი, 1 გრადის საარტილერიო დანადგარი და 4 ნაღმტყორცნი.
 პარალელურად მინსკში გრძელდება საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრები რომელზეც გარკვეულ შეთანხმებებს აღწევენ და მემორანდუმებს აფორმებენ. მაგალითად დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ მინსკში, მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც პრაქტიკულად ნიშნავს იმას რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის იქმნება ბუფერული ზონა. მემორანდუმის თანახმად მხარეებმა საკუთარი პოზიციებიდან უნდა გაიყვანონ 100მმ და მეტი კალიბრის მქონე შეიარაღება 15 კმ მანძილზე, ხოლო შორს მსროლელი არტილერია, მათი მაქსიმალური სროლის სიშორის მანძილზე. ასევე, მემორანდუმის ხელისმოწერის მომენტიდან იკრძალება სამხედრო ავიაციისა და უცხო ქვეყნების სადაზვერვო უპილოტოების ფრენები. შეზღუდვა არ შეეხება მხოლოდ ეუთო-ს მისიის უპილოტო საფრენ აპარატებს, როლითაც ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს. ასევე ცეცხლის შეწყვეტის ზონებში, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ბაზები. 
ასეთი შეთანხმების საპასუხოდ უკრაინელი სამხედროები საუბრებენ იმაზე რომ პრორუსი ტერორისტები, ნაღმავენ ტერიტორიებს და რომ რუსეთიდან აწყობილია დანაღმვითი სამუშაოებისთვის საჭრო მასალებისა და ნაღმების მიწოდების არხი.
იქმნება ისეთი შთაბეჭდილება რომ უკრაინის აღმოსავლეთით კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტი იქმნება, რომელიც რამდენიმე წლით შეაჩერებს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში!

Комментариев нет:

Отправить комментарий