უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის სამსახურის პრეს სპიკერმა ანდრეი ლისენკომ, უკრიანულ ტელეარხთან ინტერვიუსას განაცხადა რომ, უკრაინის გენერალურ შტაბს აქვს გეგმა პარტიზანული რაზმების შესაქმნელად. მისი თქმით უკვე არსებობენ ადამიანები რომლებიც პარტიზანულ
რაზმებს უხელმძღვანელებენ და რომელთაც თავის მხრივ აქვთ ადამიანების სია რომლითაც ჩამოაყალიბებენ რაზმებს. ლისენკოს განცხადებით მხოლოდ მარიუპოლში 5000 მოხალისეა მზად, დაიცვას თავისი ქალაქი იარაღით ხელში. ლისენკოს განცხადებით უკრაინის სამობილიზაციო რესურსი რომელსაც დამატებითი გადამზადება არ სჭრიდება, ათიათასობით არის და ამ რესურსი გამოყენება ნებისმიერ მომენტში იქნება შეასაძლებელი.
დღეს ასევე ძალოვნებთან თათბირი გამართა უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ. თათბირზე სხვადასხვ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა ანგარიში წარუდგინეს პრეზიდენტს. დეტალები არ ხმაურდება თუმცა, პრეზედენტის განცხადებით მდგომარეობა მძიმე მაგრამ არა სავალალო და უკრაინული არმიის საბრძოლო სულისკვეთება კვლავ ამაღლებული რჩება - "ჩვენ ხომ ჩვენს მიწას ვიცავთ" განცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინის ძალოვნებისა და ზოგიერთი ევროპელი ლიდერის განცხადებების მიხედვით, უკრაინის კონფლიქტი განტვირთვის ნაცვლად, სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს და მაშტაბური კონფლიქტის კონტურები იკვეთება. ამაზე მოწმობს ლიტვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადება რომელშიც აცხადებს რომ ლიტვა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში თავის შეარაღებულ ძალებს გაგზავნის (წყარო).
ალბათ შემთხვევითი არც ის არის რომ ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინაში მოქმედი ტერორისტების საველე მათაურები სულ უფრო ხშირად ახსენებენ NATO-ს. მაგალითისთვის საველე მათაური "მოტოროლა" პოლონეთზე შურიუსძიებით იმუქრება, შოიგუს თვითმფრინავის არ გატარების გამო. ასევე მარიუპოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ტერორისტები ხაზგასმით აღნიშნავენ რომ მათი ინფორმაციით ქალქში ბლოკირებულია 4 NATO-ს ოფიცერი, რომლებიც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებენ იმიტომ რომ მარიუპოლი ყველა მხრიდან ბლოკირებულია, თუმცა ასეთ ინფორმაციას რომ მარიუპოლი ბლოკირებულია და იქიდან ვერვინ გადის, არაცერთი წყარო არ ადასტურებს.
რუსული პროპაგანდის ერთგულ მებრძოლებში ყოველთვის შეინიშნებოდა განსაკუთრებული სურვილი NATO-სთან შერკინების და არცერთ შანსს არ უშვებენ ხელიდან რომ ეს მუქარა ხმამაღლა გააჟღერონ.
უახლოეს მომავალში გაირკვევა ყველაფერი და ვნახოთ რა შეუძლიათ პუტინის მეომრებს!

Комментариев нет:
Отправить комментарий