Страницы

понедельник, 1 сентября 2014 г.

კოლაბორაციონიზმს ყოველთვის დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ (ნაწილი 6)


რუსეთ-საქართველოს სვანეთის ომი (1875-1876) – რუსეთის კოლონიალიზმის წინააღმდეგ მიმართული ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი. ფარჯიანისა და შერვაშიძის მეთაურობით სოფელ
ლალხორში ჩამოყალიბდა 2 ათას კაციანი პარტიზანული დაჯგუფება. რუსეთის იმპერია თითქმის ერთი წლის მანძილზე ვერ ახერხებდა სვანეთის უდიდეს ნაწილზე კონტროლის დამყარებას, რისთვისაც რეგიონში გადასროლილ იქნა საარტილერიო ბატარეით აღჭურვილი 1200 კაციანი საოკუპაციო დანაყოფი. სადამსჯელო ექსპედიციაში მონაწილეობდა აგრეთვე ყაბარდოელ და აფხაზ კოლაბორაციონისტთა დაჯგუფებაც. 1876 წლის 21 აგვისტოს დილით დაიწყო სოფელ ხალდეს შტურმი, რომელიც 27 აგვისტოს მეამბოხეთა შეპყრობით, ხალდეს აღებით და მიწასთან გასწორებით დამთავრდა. ცოცხლად გადარჩენილი ქართველი პარტიზანების აბსოლუტური უმრავლესობა იქნა დაპატიმრებული ან გადასახლებული ციმბირში. აღსანიშნავია, რომ სოფელი ხალდე დღემდე ნანგრევებად არის ქცეული და ჯერ არ დამდგარა მისი რეაბილიტაციისა და მისთვის გმირი-სოფლის სტატუსის მინიჭების საკითხი.  აღნიშნული მოვლენები ქართულ ისტორიოგრაფიაში სვანეთის „აჯანყების“ სახელით არის მოხსენიებული.
ავტორი:

Комментариев нет:

Отправить комментарий