ბოლო ორი კვირაა ერთერთი ინტერნეტ გამოცემისთვის მინდოდა სტატია დამეწერა იმის შესახებ თუ რას წერენ საქართველოს შესახებ ჩვენი ახლო სამეზობლოს მედია და რა თემებით ინტერესდებოდნენ. ადრე ასეთი თემები მრავლად იყო და ასარჩევად იყო საქმე. განსაკუთრებული ყურადღებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აზარბაიჯანული მედია ადევნებდა
თვალს და განსაკუთრებულ ყურადღებას იმ რეფორმებს აქცევდა, რომელიც ჩვენთან ხორციელდებოდა. აზარბაიჯანულის შემდეგ ჩვენს მიმართ ყურადღებით გამოირჩეოდა კავკასიური მედია და გამოცემები, რომლებიც ასევე რეფორმებზე ფოკუსირებდნენ მაგრამ ამ შემთხვევაში, უფრო იმ საკითხებით ინტერესდებოდნენ რომელიც ტურიზმთან და ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან იყო დაკავშირებული. საქართველოს საერთაშორის ამბებით სომხური მედია ინტერესდებოდა და ჩვენს მიერ გადადგმული, ყველა წარმატებული ნაბიჯი საერთაშორისო საკითხებში, განხილვის საგანი იყო სომხურ საექსპერტო წრეებში. თურქული მედია ძირითადად ინტერესდებოდა რეგიონულ პოლიტიკაში მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებებითა და მოვლენებით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ქმნიდა.
პერიოდულად ყველა ამ ქვეყნების მედიაში იწერებოდა საქართველოს რეგიონული ლიდერის სტატუსის შესახებ, რომელსაც ნელნელა იხვეჭდა საქართველო და იყო ფლაგმანი ძალიან ბევრი მიმართულებით. კერძოდ სახელმწიფო სერვისებით იყვნენ მოხიბლულნი უმრავლესობა ჩვენი მეზობლებისა. კონკრეტულად თურქები იმით იყვნენ მოხიბლულნი რომ საქართველო რეგიონში ლიდერი ხდებოდა. ქართულ დიპლომატიასთან თურქებს უადვილდებოდათ მუშაობა და საერთო ინტერესების ფონზე, რომელიც თურქეთის სავაჭრო ურთიერთიბებს ეხებოდა ძირითადად და შემდეგ უკვე პოლიტიკურს, მნიშვნელოვან როლს იძენდა საქართველო.
ასეთ ინფორმაციულ ფინზე მართლაც ძალიან ბევრი საკითხი იყო, რომელსაც დამკვირვებელი სხვა რაკურსით ხედავდა და შესაბამისად მასალაც ადვილი მოსაძიებელი და საინტერესო იყო. ეხლა კი რეალობა რადიკალურად შეცვლილია და არაფერი აღარ დარჩა მოვლენათა გაშუქების იმ ინტენსივობიდან. რეგიონულ მედიაში საქართველოს მოხსენიების წილი რადიკალურად შემცირებულია და ყურადღებას მხიოლოდ მაშინ იქცევს თუ რაიმე საერთაშორისო მნიშვნელობის და მაღალი რანგის ვიზიტი ან შეთანხმების გაფორმება ხდება. ამ საკითხებზე მეტად კი დაინტერესება, ყოფილი პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული სამართლებლივი დევნის საკითხია გამოკვეთილად, რომელსაც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მედიები უსწრაფესად ავრცელებენ, რაც იმას ნიშნავს რომ მათი ყურადღება მოდუნებული არ არის და თუ არის რამე გასაშუქებელი აუცილებლად აშუქებენ.
მოკლედ ჩემი ორკვირიანი მცდელობა რომ რაიმე საინტერესო მასალა მომეძებნა სამეზობლო მედიაში საქართველოს შესახებ, უშედეგოდ დამთავრდა. სეპრატისტებიც აღარაფერს წერეს ჩვენზე და პერიოდულად რაიმე მუქარის შემცველ სტატიას თუ გამოაქვეყნებენ, რომელიც აუცილებლად იმით მთავრდება რომ ქართველებმა უნდა დაივიწყონ ეს ტერიტორიები და ამას ალტერნატივა არ აქვს. სეპარატისტების ყურადღება ძირითადად რუსეთში მიმდინარე მოვლენებსა და მის წინააღმდეგ წამოწყებულ სანქციათა ომს ეხება, რომელშიც სეპარატისტები პირსისხლიან კაპიტალისტებს ადანაშაულებენ და მათ სისასტიკეებზე ლაპარაკობენ, საცოდავი და მორალურად მათზე მაღლა მდგარი რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველო საერთაშორისო მედიის ინტერესიც აღარ არის და განსაკუთრებით ევროპული გამოცემების ფურცლებიდან გავქრით, უგზო უკვლოდ. ადრე ევროპულ მედიას, ძირითადად რუსეთთან დაპისპირებისა და ოკუპირებული რეგიონების საკითხით ვიკავებდით, რადგან ამ მიმართულებით ქართული დიპლომატია საკმაოდ აქტიური იყო.
ყოველივე ზემოთქმულიდან კი ერთ დასკვნამდე მივდივარ - საქართველო გაქრა "რადარებიდნა" რომლებიც ადრე ასე აქტიურად აფიქსირებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
როგორც ჩანს ჩვენმა ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლის ღარიბაშვილმა ნაციონალების "რადარიდან" გაქრობის პირობა ვერ შეასრულა მაგრამ საქართველოს გაქრობა კი წარმატებით განახორციელა!
Комментариев нет:
Отправить комментарий