Страницы

среда, 17 сентября 2014 г.

კოლაბორაციონიზმს ყოველთვის დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ (ნაწილი 10)


ქართველ მთიელთა ეთნიკური წმენდა (1940-1950) - ქართველი მთიელები, რომელზედაც კომუნისტური იდეოლოგიის გავლენა ნულს უდრიდა, საბჭოთა რეჟიმისათვის დიდ თავისტკივილს წარმოადგენდნენ.
ნებისმიერ მომენტში არსებობდა მთიელთა აჯანყების საფრთხე. ამის პრევენციისთვის, „კოლექტივიზაციის“ მიზეზით 40-50 იან წლებში საბჭოთა რეჟიმმა ქართველი კოლაბორაციონისტების დახმარებით დაიწყო ქართველ მთიელთა იძულებითი ჩასახლება ბარში. გასახლების პროცესში ადგილი ჰქონდა მასიურ მარადიორობასა და უნიკალური ციხე-კოშკების მიზანმიმართულ განადგურებას. ბარში იძულებით ჩასახლებულ მთიელთა საკმაოდ დიდი ნაწილი სხვადასხვა ეპიდემიის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულ პროცესებს ჰქონდა ეთნიკური წმენდის მკაფიო ნიშნები. ქართველ მთიელთა ეთნოწმენდის შედეგად დაიცალა საქართველოს სტრატეგიული კუთხეები. მაგალითად, ხევსურეთში, რომლის მოსახლეობაც რამდენიმე ათასს ითვლიდა, დღეს 500 კაცზე ნაკლები სახლობს, ხოლო თუშეთის 57 სოფლიდან დღეს მხოლოდ 7 მხცოვანი მოსახლე დარჩა.


ავტორი: 

Комментариев нет:

Отправить комментарий