18 სექტემბერს შოტლანდიაში დანიშნული რეფერენდუმი დიდი ინტერესის საგანი გახდა აფხაზთა შორის. ბოლო ორი დღეა რადიო ინტერვიუები და სტატიები ვრცელდება რომელშიც აფხაზები მხარდაჭერას გამოხატავენ შოტლანდიელების მიმართ და ამტკიცებენ რომ დიდი გუსლიყურით
ადევნებენ თვალს, შოტლანდიაში მიმიდინარე მოვლენებს. ზოგიერთი რესპოდენტი მთელს საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს მხარი დაუჭირონ შოტლანდიელებს და დაეხმარონ სანუკვარი დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში.
აფხაზები რა თქმა უნდა ქართულ "დესპოტისმზმს" იხსენებენ და ამბობენ რომ მათ შოტლანდიელებისგან განსხვავებით დაკარგეს თავისი ძირძველი ტრადიციები, რადგან ქართველების ოკუპაციაში ცხოვრობდნენ და ქართველები კი უსპობდნენ ყოველივე "ეროვნულს". ზოგი იმასაც ამტკიცებს აფხაზებსა და შოტლანდიელებს დიდი მეგობრობა და ურთიერთობა გვაქვსო, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და ვდარდობთ ერთმანეთის ბედზეო.
მოკლედ აფხაზებმა ახალი არგუმენტი იპოვეს სამყაროში, საკუთარი "თვითგამორკვევის" გასამართლებლად მაგრამ იმას კი ვერ აცნობიერებენ რომ მათ დამოუკიდებლობას, ამ ტერმინის შეინაარსთან არავითარი კავშირი არ აქვს. ისინი საქართველოს გამოეყოფიან და რუსეთს მიუერთდებიან, შოტლანდიისგან განსხვავებით. თუმცა ისიც საკითხავია ჯერ შოტლანდია მიიღებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას, რადგან სოციოლოგიური გამოკითხვებით ჯერჯერობით ინგლისისგან გამოყოფის მოწინააღმდეგე უფრო მეტია ვიდრე მომხრე.
უბრალოდ ძალიან სასაცილოა ის ყველაფერი რომელიც ასეთ ინტერვიუებშია ნათქვამი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს აფხაზები ბედნერები მხოლოდ იმით არიან რომ ძალიან შორეული ქვეყნის შესახებ რაღაც კითხეს. ეტყობათ რომ გონზე არ არიან საერთოდ რა არის შოტლანდია და რა ისტორიული მოვლენები ვითარდებოდა ამ ქვეყანაში. უბრალოდ კითხვიდან გაიგეს ის რომ შოტლანდიელებიც ვიღაცისგან გამოყოფას ცდილობენ და საკმარისი აღმოჩნდა რომ მათი დიდი და მრავალსაუკუნოვანი მეგობრები გამხდარიყვნენ.
საოცარია რომ ოსი სეპარატისტები არ გამოეხმაურნენ ამ ეპოქალურ მოვლენას. როგორც ჩანს ჯერ იქმდე არ ჩაუღწევია ესოდენ სასიხარულო ამბავს, თორემ "ოსინფორმს" ან ტელეკომპანია "კვაისიას" რომელი აფხაზი დაასწრებდა შოტლანდიელთა მხარდაჭერას?!
მოკლედ მხიარულება შოტლანდია-აფხაზების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის თემატიკით წინ გვაქვს თუ შოტლანდია რეფერენდუმზე გამოყოფას დაუჭერს მხარს!

Комментариев нет:
Отправить комментарий