გუშინ ერთერთ უკრაინულ ვებგვერდზე, გერმანელ პუბლიცისტთან ინტერვიუს უყურე (ქვემოთ მოცემული ვიდეო), სადაც პუბლიცისტი ლაპარაკობს იმაზე თუ რამდენად მოუმაზდებელია ევროპული საზოგადოება ანტირუსული იდეოლოგიისთვის და რამდენად შორეულია მათთვის ის
საფრთხე რომელიც რუსული პროპაგანდიდან მოდის. ასევე გაურკვეველი და შორეულია ის პრობლემები რომელიც უკრაინას, მოლდოვეთსა და საქართველოს აქვთ რუსეთისგან შექმნილი. ევროპაში ბევრი თვლის რომ რუსეთი თავს იცავს!
საფრთხე რომელიც რუსული პროპაგანდიდან მოდის. ასევე გაურკვეველი და შორეულია ის პრობლემები რომელიც უკრაინას, მოლდოვეთსა და საქართველოს აქვთ რუსეთისგან შექმნილი. ევროპაში ბევრი თვლის რომ რუსეთი თავს იცავს!
ასევე ჩვენ ერთად აღებულს, ქართველებსაც და უკრაინელებსაც გვაწუხებს ის ინერტულობა, რომლითაც ევროპელი პოლიტიკოსები ეკიდებიან ჩვენს პრობლემებს და გარკვეული გულისწყრომაც გვაქვს. ჩვენი წყენა არც თუ უსაფუძვლოა რადგან პრობლემები რომელიც რუსეთისგან გვაქვს შექმნილი, სწორედ იმით არის გამოწვეული რომ ჩვენ ყველას ერთად ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაცია გვსურს და არა ბარბაროსულ რუსულ სამყაროში, რომელიც საუკუნეებია გამოვცადეთ და ვნახეთ რომ ის რეგრესის ან საუკეთესო შემთხვევაში, სტაგნაციის ხელშემწყობი გარემოა ერისთვის. აღარ გვინდა ამ გარემოში ცხოვრება და რკინის ფარდის ჩამოშლის შემდეგ დანახულით აღფრთოვანებულები, ვცდილობთ მათთან მიახლოვებას. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის და შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს რუსეთი იმისათვის რომ ჩვენ მისი გავლენის სფეროდან არ გავიდეთ. ამ დანიშნულების მქონენი არიან ის სეპარატისტული რეჟიმები რომელიც შეგვიქმნა ჩვენ, მოლდოვეთს, აზარბაიჯანსა და სომხეთს, უქმნის უკრაინას მოცემულ მომენტში. სხვა არავითარი მნიშვნელობა ამ კონფლიქტებს არ აქვთ. მათი დანიშნულებაა შეუძლებელი გახადონ პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია. ამ მიზანს რუსეთი წარმატებით აღწევს და ის რომ ჩვენ არცერთი ალიანსის წევრი არ ვართ ამ დრომდე სწორედ რომ სეპარატისტებისა და რუსების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
მეორეს მხრივ რომ დავფიქრდეთ თუ როგორ იმართება ევროპული პოლიტიკა, ვნახავთ რომ ძალიან მარტივია ამ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა, თუ თანამედროვე კომუნიკაციურ საშუალებებს გამოვიყენებთ. მაგალითად ნაცვლად იმისა რომ ფეისბუკის საკუთარი ქვეყნის სეგმენტის ნაწილში ვიყოთ დაკავებულები ევროპის კრიტიკითა და რუსეთის დედის გინებით, უკეთესი იქნებოდა მათ ვინც ინგლისური ან გერმანული კარგად იცის საკუთარი მოსაზრებები ამ ენებზე დაწერათ და გაევრცელებინათ ინტერნეტის ევროპულ სეგმენტში. ასევე შეიძლება აღიწეროს ის მდგომარეობა რომელიც შექმნილია რუსეთის ქმედებების შედეგად, საქართველოსა და სხვა "დაბმულ" სახელმწიფოებში. მიეწოდოს ევროპულ საზოგადოებას ოფიციალური სააგენტოების მიერ გავრცელებული მწირი ინფორმაციის პარალელურად, ალტერნატიული ინფორმაცია რომ დაიწყოს დისკუსია ამ თემაზე და ევროპული სისტემიდან გამომდინარე ის აუცილებალდ მოხვდება იმ საინფორმაციო პლატფორმებზე, რომელსაც რიგითი ევროპელი მისჩერებია.
საჭიროა იმ საინფორმაციო ფარდის გარღვევა, რომელიც ახშობს ამათუიმ პოლიტიკოსების ვიწრო ინტერესების გამო ანტირუსულ სიტყვას. გაითვალსწინეთ რომ დასავლელი პოლიტიკოსებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივ აზრს. საზოგადოებრივი აზრი კი ყალიბდება იმ ინფორმაციის მიხედვით რომელიც მიეწოდება. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს სწორედ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა რომ ევროპული საზოგადოების აქტუალურ თემებში რუსეთის აგრესიული მოქმედებები და ის რეალობა შევიდეს, რომელიც ჩვენს რეგიონშია შექმნილი. ნუ დაველოდებით რომ პოლიტიკოსები ან მოვლენილი უცხოელი ჟურნალისტები გაიტანენ ინფორმაციას, ამის საშუალება ყოველ ჩვენთაგანს აქვს და ეს შესაძლოებლობა უნდა გამოვიყენოთ.
თვალსაჩინოებისთვის კი ვდებ იმ ვიდეო ინტერვიუს რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ და თავად მიხვდებით თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით ჩევნი აქტივობა:

Комментариев нет:
Отправить комментарий