Страницы

понедельник, 1 сентября 2014 г.

რუსეთი ევროპის მოკავშირე აღარ არის მაგრამ სტრატეგიულ მნიშვნელობას არ კარგავს!

დღეს ახალ პოლიტიკურ ამპლუაში წარდგენილმა, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფედერიკა მოგერინიმ რომელიც ევროპული დიპლომატიის შეფი გახდა და ამ პოსტზე კეტრინ ეშტონს შეცვალის 1 ნოემბრიდან, განაცხადა რომ რუსეთი აღარ არის ევროპის სტრატეგიული მოკავშირე.  მოგერინიმ გაიხსენა
რუსეთის მიერ აღებული და შეუსრულებული ვალდებულებები, ბოინგის კატასტროფის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით. ევროპული დიპლომატიის ახალი შეფი აცხადებს რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის, უერთიერთობის გაფუჭება პუტინის პოლიტიკის შედეგია. მოგერინი უკრიანის საკითხსაც შეეხო და განაცხადა რომ ის თავისუფალია არჩევანში და უკრაინამ აირჩია ევროპა, ეს მისი სუვერენული უფლებაა და არავის აქვს უფლება შეზღუდოს ის. უკრაინის ეს გადაწყვეტილება დადებითია და რუსეთის მხრიდანაც ასე უნდა იყოს აღქმული.
 ევროპელმა პოლიტიკოსებმა ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს გააცნობიერეს რომ რუსეთთანა რავითარ შეთანხმებას აზრი არ აქვს, რადგან ის ამ შეთანხმებას მაინც არ დაიცავს. მაგრამ ევროპამ და დასავლეთმა ვერ მოახერხა რომ რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობა შეემცირებინათ, თუმცა თავად რუსეთმა მოახერხა ის რომ სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი გაიუქმა. 
დაპირსპირება რომლიც უკრაინის კრიზისის გამო გაჩაღდა დასავლეთსა და რუსეთს შორის, კარგად ჩანს იმ განცხადებებშიც რომელიც ორივე მხრიდან კეთდება. ევროპა გაცილებით თავშეკავებულია, ამერიკა და კანადა უფრო მკაცრი.  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო შეშფოთებულები არიან რუსეთის ქმედებეიბით ვიდრე გერმანია და საფრანგეთი. 
 ერთის მხრივ იქმნება შთაბეჭდილება რომ რუსეთმა ევროკავშირი "გააცურა". 2000 წლიდან მოყოლებული რუსეთის ტერიტორიაზე შეტანილი ინვესტიციები და დამყარებული კავშირები, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა რომ რუსეთი, ნელნელა უახლოვდებოდა დამოკრატიულ სამყაროს, მაგრამ მიუხედავად ამისა აგრძელებდა ექსპანსიონისტურ პოლიტიკიას ახლო სამეზობლოში და სავარაუდოდ, ამიტომ რუსეთის დემოკრატიზაციის იდეით გამსჭვალული ევროპელი პოლიტიკოსები, თვალს ხუჭავდნენ მის ქმედებებზე. ამიტომაც იყო რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ასე აქტიურად გვაჩუმებდნენ.
 საბოლოო ჯამში უკრაინის კრიზისით, რუსეთი გაშიშვლდა თავის ზრახვებში და მთელი თავისი დიდებით წარსდგა მსოფლიოს წინაშე. უკრაინის კრიზისით, გარდა იმისა რომ დაარღვია რუსეთმა ყველა შესაძლო საერთაშორისო ნორმა და აზრი დაუკარგა ამთ არსებობას, ასევე დაადასტურა რომ ის კვალვ აგრძელებს საბჭოთა სულისკვეთების პოლიტიკას და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე კვლავაც დაკავებულია სეპარატიზმის ხელშეწყობით.

Комментариев нет:

Отправить комментарий