საქართველოს ოკუპაცია (1921) – 16 თებერვალს საბჭოთა საოკუპაციო ძალები რუსეთის მე–11 წითელი არმიის 96–ე, მე–60 და მე–20 მსროლელთა ბრიგადის პოლკები, საბჭოთა სომხეთის ცხენოსანი ბრიგადისა და ადგილობრივი კოლაბორაციონისტების ჩათვლით,
შევიდნენ სოფელ შულავერში, სომხეთის საზღვრიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრზე და იქ ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული “საქართველოს რევოლუციური კომიტეტი”, რომელიც წითელი მეთაურებისა და ადგილობრივი კოლაბორაციონისტებისგან შედგებოდა. მე–11 არმიის 54–ე და 58–ე მსროლელი ბრიგადები შეიჭრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე წითელი ხიდის გავლით, რომელსაც მოჰყვა მე–12 ცხენოსანი დივიზია და 55–ე საჯავშნო ნაწილი. იმავდროულად 26–ე მსროლელი ბრიგადა და მე–9 მსროლელი დივიზიის ცხენოსანი პოლკი შეიჭრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მტკვრის გავლით პოილუს სარკინიგზო ხიდთან, რომელიც მანამდე ააფეთქეს უკანდახეულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მესაზღვრეებმა, რათა არ მომხდარიყო საბჭოთა დაჯავშნული მატარებლებისა და ტანკების წინ წამოწევა. მეორე დღეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სასაზღვრო ქალაქ ზაქათალის მხრიდან ასევე შემოიჭრა მე–11 არმიის 59–ე მსროლელთა ბრიგადა და მე–18 ცხენოსანი დივიზია. ანატოლი გეკერმა, რომელიც იმ დროს მე–11 არმიის მეთაური იყო, მიიღო პირდაპირი ბრძანება მოსკოვიდან, რომ დაეკავებინა საქართველოს დედაქალაქი არაუგვიანეს 19 თებრვლისა. საბოლოოდ, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, საბჭოთა საოკუპაციო არმიამ 1921 წლის 25 თებერვალს აიღო საქართველოს დედაქალაქი. თბილისის დაცემის შემდეგ, ინტენსიური პარტიზანული ბრძოლები გრძელდებოდა 1924 წლამდე გენერალ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით.
ავტორი:

Комментариев нет:
Отправить комментарий