Страницы

понедельник, 25 августа 2014 г.

დნეპროპეტროვსკში კიდევ ერთი ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს! (ვიდეო/video)

24 აგვისტოს ღამით დნეპროპეტროვსკის რაიონის ქალაქ პავლოგრადში ურკაინელმა პატრიოტებმა კიდევ ერთი ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. ამის შესახებ, სოციალურ ქსელებში განვითავსებული ფოტოების და ვიდეო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ გახდა ცნობილი.
უკრაინაში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ ხშირად ისმის მოწოდებები პროლეტარიატის ბელადის ძეგლებისა და ბიუსტების ქალქებდან აღების შესახებ. იქ სადაც ადგილობრივი ხელისუფალნი არ ახდენენ მათ დემონტაჟს ამას აკეთებენ ადგილობრივი პატრიოტები. ლენინის ძეგლები ასოცირდება რუსეთის დღევანდელ პოლიტიკასა და პუტინის მიდრეკილებებთან აღადგინოს საბჭოთა კავშირი.
უკრაინაში საბჭოთა კავშირის აჩრდილი ეხლა კვდება და როგორც ვხედავთ არც თუ უსისხლოდა და უმტკივნეულოდ. კარგი ქინებოდა ეს ტენდენცია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავრცელებულიყო!

Комментариев нет:

Отправить комментарий