სომხეთის პრეზდინტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა რომ საბაჟო კავშირში სომხეთის გაწევრიანების პერსპექტივით, მისი წევრებიდან ყველა მოხარული არ არის. სარგსიანის განცხადებით სომხეთი არის ქვეყანა პრობლემებით და ეს პრობლემები გარკვეულ უხერხულობებს ქმნის ზოგიერთი წევრისთვის. თუმცა იქვე აღნიშნავს - გამომდინარე იქიდან რომ
აქამდე ჩვენს წევრობას ვეტო არ დაადეს, ნიშავს რომ ეს პრობლემები არც თუ დიდი მნშვნელობისაა რომ ჩვენი კავშირში წევრობას ხელი შეუაშალოს.
სომხეთის საბაჟო კავშირში წევრობის საკითხი პოლემიკის საგანი გახდა არა მხოლოდ კავშირის წევრებს შორის, არამედ თავად ქვეყნის შიგნით და უნდა ითქვას რომ საკმაოდ დიდი ნაწილი სომხებისა მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ არის ხელისუფების ამ გადაწყვეტილებით. მიზეზი კი არის ის რომ არსებული ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება ევროპასთან დაახლოება და მჭიდრო კავშირები იყო და არა რუსეთთან. ოპოზიცია სარგსიანს სწორედ ევროპისგან დაშორებას ედავება. რუსეთის უალტერნეტივობა ბევრს აწუხებს სომხეთში, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების ფონზე.
რუსეთისათვის დაწესებული სანქციები სომხეთის ეკონომიკაზე პირდაპირს ვერ მაგრამ ირიბად მაინც აისახება მის ეკონომიკაზე. ასევე საფრთხის შემცველია იქიდან გამომდინარე რომ მდგომარეობის კიდევ უფრო გართულების შემთხვევაში, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები შესაძლოა საბაჟო კავშირზის წევრებზე კიდევ ეფრო მეტად აისახოს მათი მოქმედება.

Комментариев нет:
Отправить комментарий