რუსულუ მედია იტყობინება რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი, ბაიკერთა კლუბ "чорные волки"-ს წევრი გახდა. ბაიკერები ჩეჩნეთში სტუმრად მისი მიწვევით იმყოფებიან. კადიროვმა განაცხადა რომ კლუბის განყოფილება გროზნოშიც გაიხსნება. კადიროვმა სტუმრების საპატივემულოდ საგანგებო ვახშამი
მოაწყო სადაც განაცხადა - "კლუბის წევრები ყოველთვის იქ ჩნდებია სადაც სჭირდება რუსეთს"(!?). ცნობილია რომ აღნიშული კლუბი პუტინთან დაახლოებული ჯგუფია რომელთან ერთადაც რამდენიემ წლის წინ პუტინი ყირიმში ჩავიდა.
"чорные волки"-ს წევრები საქართველოშიც იმყოფებოდნენ და პატრიარქსაც კი შეხვდნენ. სვეტიცხოველი მოილოცეს და უკან რუსეთში გაემგზავრნენ. რა თქმა უნდა მათ სტუმრობას რუსულ მედიაში შესაბამისი გამოხმაურება ჰქონდა და ხმამაღალი სათაურებით გამოქვეყნდა სტატიები (მაგ: Грузинская «оттепель»: Русские иконы и «Ночные волки» )
კლუბის ლიდერს ალექსანდრე ზალდასტანოვს, მეტსახელად "ქირურგს" პუტინისგან ჯილდოც აქვს მიღებული პატრიოტული მოღვაწეობისათვის. რუსულ პრესაში აღნიშნავენ რომ ისინი მონაწილეობას იღებდნენ ყირიმის მოვლენებში და მხარს უჭერენ უკრაინაში "ამბოხებულებს".



Комментариев нет:
Отправить комментарий