Страницы

среда, 6 августа 2014 г.

რუსეთის ხელისუფლება ციმბირელების აქციით შეშფოთებულია (ვიდეო/video)


ალბათ შეამჩნევდით რომ ბოლო ერთი კვირაა ინტერნეტში ვრცელდება რუსთისგან ციმბირის გამოყოფის მომხრეთა აქციის ანონსები, რომელიც გავრცელებული კლიპებისა თუ სტატიებსი მიხედვით ნოვოსიბირსკში ა/წ 17 აგვისტოს უნდა გაიმართოს. რუსეთის სპეცსამსახურები ყველანაირად ცდილობენ, აღნიშულ აქციასთან დაკავშირებული მასალები დაბლოკონ და არ გავრცელდეს.
ამ თემას ყურადღება მიაქცია BBC-ს რუსულმა გამოცემამ და ინტერვიუ ჩაწერა მოძრაობის აქტივისტთან არტიომ ლოსკუტოვთან, სადაც ის ციმბირის ფედერალიზაციასა და დაგეგმილ აქციაზე საუბრობს. ინტერვიუს აუდიო ვერსია გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  
გამომდინარე იქიდან რომ "როსკომნადზორს" BBC-ს სერვერებზე ხელი არ მიუწვდება, მოითხოვა გამოცემისგან გამოქვეყნებული ინტერვიუს წაშლა, წინააღდმეგ შემთხვევაში ვებგვერდის ბლოკირებით დაიმუქრა. რა თქმა უნდა გამოცემისგან უარი მიიღო რადგან, აღნიშული მასალა BBC-ს სარედაქციო პოლიტიკისა არ ეწინააღმეგებოდა და როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათ კომენტარის გაკეთება რუსეთსი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც უთხოვიათ, თუმცა მათგან უარი მიიღეს. 
 რუსეთის ხელისუფლების ასეთი ისეტრიკა 17 აგვისტოს დაანონსებული აქციის შესახებ მიუთითებს იმაზე რომ საზოგადოებრივი განწყობა ციმბირში არ არის კრემლის სასარგებლოდ და ეს კარგად იციან მათ. ინტერნეტში არაერთხელ გავრცელებულა ციმბირელების ვიდეო მიმართვა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების მიმართ, რომელშიც ადანაშაულებენ კრემლის მესვეურთ ციმბირის გაღატაკებასა და ძარცვაში.
აქციის ორგანზატორმა აქციისამდმი მიძღვნილი ვიდეო კლიპიც დაამზადა რომელიც ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება:




Комментариев нет:

Отправить комментарий